ვიტამინი B12-ის დეფიციტი ზრდის გულის შეტევის, ინსულტისა და დემენციის რისკს

1028
photo by Pexels on Pixabay

ცოტა ხნის წინ, კვების გერმანულმა საზოგადოებამ (DGE), შვეიცარიასა და ავსტრიაში არსებულ სპეციალიზებულ საზოგადოებებთან ერთად, გაზარდა B12-ის ყოველდღიური ნორმა 3 მკგ-დან ოთხამდე. DGE-ს კონსულტანტის, სილკე რესტემეიერის თქმით, B12 ყველაზე ნაკლებად დაფასებული ვიტამინია, იუწყება გამომცემლობა Focus.de.

-“ვიტამინი B12 – ესაა კრებითი ტერმინი სხვადასხვა ისეთი კობალამინის აღსანიშნავად, როგორებიცაა ჰიდროქსი – და ადენოზილკობალმინები, თევზსა და ხორცში, და მეთილკობალამინი რძეში. როგორც კოფერმენტი, ვიტამინი B12 მონაწილეობს ორგანიზმში სხვადასხვა გაცვლით პროცესში, ამასთან, სხეული ვერ აწარმოებს მას დამოუკიდებლად და საჭიროებს რეგულარულ მიღებას.” – ყვება სილკე რესტემეიერი.

ვიტამინი B12 მონაწილეობს უჯრედების განახლებასა და სისხლის ფორმირებაში, ასტაბილურებს დნმ-ს, ხელს უწყობს ცილოვან და ცხიმოვან მიმოცვლას, იცავს ნერვებსა და ტვინს. ექსპერტმა ახსნა, რომ ვიტამინი B12 არაკეთილშობილ ჰომოცისტეინს ნაკლებად მავნე მეტიონინად აქცევს. ჰომოცისტეინი – ესაა ამინომჟავა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, იწვევს ათეროსკლეროზს და დაკავშირებულია ინფარქტთან და ინსულტთან.

-“ვიტამინ B12-ის როლი, როგორც ჰომოცისტეინის დეპრესორი, განსაკუთრებით საინტერესოა. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ჰომოცისტეინის მომატებული დონე მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. თუმცა, ვიტამინ B12-ის წყალობით, ჰომოცისტეინის კონცენტრაცია მცირდება.” – ამატებს სპეციალისტი.

სილკე რესტმეიერის თქმით, ვიტამინ B12-ის უკმარისობა, აგრეთვე, დაკავშირებულია კოგნიტური შესაძლებლობების შემცირებასთან, დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის გაზრდასთან.

როგორ მივხვდეთ, რომ ორგანიზმს B12 არ ჰყოფნის?

ექსპერტმა ახსნა, რომ ვიტამინ B12-ის დეფიციტის ნიშნები ანემიის ყველა სიმპტომიდან (ფერმკრთალობა, დაღლილობა) ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემამდე, თავბრუსხვევადე, კუნთოვან სისუსტემდე, ნევროლოგიურ დარღვევებამდე და ნერვების დაზიანებამდე (მაგ. ნევროპათია, ფეხებში მგრძნობელობის დარღვევები), მერყეობს. ნერვის ასეთი დაზიანება შეიძლება შეუქცევადი იყოს, თუ ვიტამინის დეფიციტი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს