სწრაფად და ეფექტურად: როგორ მოვიშოროთ სტრიები

1201
photo by MichaelAstor on wikimedia.org

სტრიები, ხშირად, გოგონებს დისკომფორტს უქმნის. თუმცა, მათი მოშორება სავსებით შესაძლებელია. ყველაზე ეფექტურ მეთოდებს დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ.

ლაზელური გაპრიალება

ეს ყველაზე მარტივი და ბევრისთვის საყვარელი მეთოდია, რომელიც სტრიებს გვაშორებს. ლაზერული სხივები აორთქლებს კანის ზედაპირის ფენებს, აშორებს ნაწიბურებსა და ულამაზო კანს. ბოლოს ვიღებთ დაჭიმულ, ლამაზ, გლუვ კანს. ერთი პროცედურაც კი საკმაოდ შესაშურ შედეგს იძლევა, მთელი კურსი კი – სრულყოფილს.

თერმოლიზი

ფრაქციული თერმოლიზი საშუალებას გვაძლევს, კანის უჯრედები სითბური ზემოქმედების გზით მოვიშოროთ. მსგავსი მეთოდის წყალობით, ქალბატონები იშორებენ ყველაზე ძველ და ღრმა სტრიებსაც კი.

ლაზერული ნანოპერფორაცია

ყველაზე უსაფრთხო პროცედურაა ყველა ზემოჩამოთვლილს შორის. იგი სხივებს “ნანომდე” შლის, რითიც აშორებს სტრიებს და კანს მინიმალურად აზიანებს.

პილინგი

არსებობს საშუალო და ღრმა ქიმიური პილინგები, რომლებიც გვეხმარება კანის ზედა და შუა ფენების აქერცლვასა და განადგურებაში. ამასთან, ხელს უწყობს კანის რეგენერაციასაც. ახალი ქსოვილი ავსებს პილინგით განადგურებულ დერმის ფენებს სტრიებთან ერთად, და სძენს მას ჯანსაღ ფერს.

კანის სტრიების ინექციური მკურნალობა

ყველაზე გავრცელებული პროცედურა სტრიების სამკურნალოდ არის მეზოთერაპია. ესაა კანში სამკურნალო კოქტეილების შეყვანა, რომლებიც შედგება იმ ნივთიერებებისგან, რომლებიც ანადგურებს ძველ კოლაგენურ ბოჭკოებს და ასტიმულირებს ახლის შექმნას. ასევე, გამოიყენება ოზონოთერაპია, ხსნარის შეყვანის გზით – 95%-ით, იგი შედგება ჟანგბადისგან, ხოლო 5% – ოზონური მასაა.

დაბოლოს, თქვენს ყურადღებას იმსახურებს ბიორეპარაციაც. ესაა კორექცია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და ჰიალურონის მჟავით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს