ექიმი-დიეტოლოგი ყვება, თუ რით შეიძლება იყოს წითელი ხიზილალა მავნე და სასარგებლო

731
photo by Tamaki Sono on fickr

ექიმი დიეტოლოგი მარიატ მუხინა ამბობს, რომ წითელი ხიზილალა მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, თუმცა, ამავდროულად, ძალიან კალორიულია და გამდიდრეულია მარილით, რამაც შეიძლება გვავნოს გულის პრობლემების დროს.

გამომცემლობა life-სთან საუბრისას ექსპერტმა თქვა, რომ სწორი არჩევნის შემთხვევაში, წითელი ხიზილალა შეიძლება ძალიან სასარგებლო პროდუქტი იყოს ორგანიზმისთვის, თუმცა, ყველასთვის არ შეიძლება მისი მოხმარება იმ რაოდენობით, როგორც გვინდა ხოლმე.

წითელი ხიზილალა შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინსა და ნატრიუმს, აღნიშნული ნივთიერებების სიჭარბე კი შეიძლება ძალიან მავნე იყოს მომატებული წნევისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. დამატებით, ეს პროდუქტი გამოირჩევა მაღალი კალორიულობით, რის შესახებაც უნდა ახსოვდეთ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს.

ჯანმრთელობისთვის, დიეტოლოგი გვირჩევს ყოველდღიურად არაუმეტეს 30-50 გ ორაგულის ხიზილალის მოხმარებას.

მუხინა უმატებს, რომ წითელი ხიზილალა შეიცავს ვიტამინ D3-ს, რომელიც ორგანიზმს განსაკუთრებით ესაჭიროება ზამთარში, როცა მზის სხივების ნაკლებობას განვიცდით – ამ ნივთიერების უკმარისობა კი ნეგატიურად ისახება იმუნურ სისტემაზე. გარდა ამისა, ორაგულის ხიზილალა შეიცავს დიდი რაოდენობით სხვა ვიტამინებს, პროტეინებსა და ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც უჯრედული მემბრანის საფუძველია და მონაწილეობს ჰორმონებისებრი ნივთიერებების სინთეზში. ამ პროდუქტის ზომიერი მოხმარება ზამთარში უზრუნველყოფს ორგანიზმის საჭირო მხარდაჭერას, აძლიერებს მას, რეზისტენტულს ხდის ინფექციების ზემოქმედებისადმი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს