მუცლის შებერილობა – მიზეზები, რომლებიც შესაძლოა თქვენ არც კი გიფიქრიათ

4
მუცლის შებერილობა

მუცლის შებერილობა ბევრ ადამიანს აწუხებს, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები ხშირად უყურადღებოდ რჩება. ზოგჯერ პრობლემას მხოლოდ კვების ჩვევები განაპირობებს, თუმცა ხანდახან საქმე სერიოზულ სინდრომებს ეხება.

ამიტომ მნიშვნელოვანია, დროულად ვიპოვოთ სიმპტომების წყარო და დავიცვათ მარტივი წესები. საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც სწრაფად ამსუბუქებს დისკომფორტს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

გაეცანით მიზეზებს, რომლებიც მუცლის ქრონიკულ შებერილობას განაპირობებს:

  • საკვერცხეების კისტა;
  • ნაწლავური გაუვალობა;
  • პრემენსტრუაციული სინდრომი;
  • წონის მატება;
  • ჰაერის გადაყლაპვა;
  • მუცლის არეში სითხის დაგროვება (ეს შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების სიპტომი);
  • ნაწლავებში გაზების დაგროვება, რაც განპირობებულია ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღებით;
  • გაღიზინაებული ნაწლავის სინდრომი;
  • ლაქტოზის აუტანლობა;

თუ თქვენ ამ პრობლემისგან იტანჯებით, არ ინერვიულოთ, რათგან ჩვენ გასწავლით ნატურალური საშუალების დამზადებას, რომელიც ხანმოკლე დროში დაგავიწყებთ მუცლის შებერილობას.

მუცლის შებერილობა: მიზეზები, სიმპტომები და მარტივი გამოსავალი სახლის პირობებში

ბევრ შემთხვევაში მუცლის შებერილობა გამოწვეულია არა დაავადებით, არამედ კვებით ჩვევებით. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა ეს სიმპტომი სერიოზული პრობლემის მაჩვენებელია. მაგალითად, ლაქტოზის აუტანლობა ან ნაწლავური გაუვალობა. ამიტომ, დროული რეაგირება აუცილებელია – განსაკუთრებით, თუ შებერილობას სხვა ნიშნებიც თან ახლავს.

რა იწვევს მუცლის შებერილობას ყველაზე ხშირად – გავრცელებული მიზეზები

ზოგიერთ შემთხვევაში მუცლის შებერილობა მხოლოდ გაზების დაგროვების შედეგია. სხვა დროს კი პრობლემა ნაწლავურ დისფუნქციას უკავშირდება. მაგალითად, ლაქტოზის აუტანლობა ან ჰაერის გადაყლაპვა. მიუხედავად ამისა, ყველაზე ხშირად დამნაშავეა არაჯანსაღი კვება – რაფინირებული პროდუქტები და გაზიანი სასმელები.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი;
    2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი;

ინსტრუქცია:

ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ძმარი 1 ჭიქა წყალში და კარგად მოურიეთ.

გამოყენება:

მიირთვით ეს სასმელი ერთჯერადად! ვაშლის ძმარი გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და მუცლის შეშუპების, შებერილობის მოხსნაში. თუ თქვენ ეს პრობლემა კიდევ შეგაწუხებთ, კვლავ გაიმეორეთ ეს პროცედურა.

როგორ ავირიდოთ თავიდან მუცლის შებერილობა:

  1. მიირთვით ნელა და კარგად დაღეჭეთ საჭმელი.
  2. გაამდიდრეთ კვების რაციონი შემდეგი პროდუქტებით: ანანასი, ნიახური, ჯანჯაფილი და ა.შ. ისინი თავიდანგვარიდებს მუცლის შებერილობას.
  3. მოერიდეთ მარილიან და რაფინირებულ პროდუქტებს, გაზიან სასმელებს, ტკბილეულს, ალკოჰოლს და შებრაწულს საჭმელს.
  4. ყოველდღიურად შეასრულეთ ფიზიკური ვარჯიშები. ასე თქვენ შეძლებთ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.

ამას გარდა, შეგიძლიათ სცადოთ კამის წყალი მუცლის შებერილობისა და ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ. შედეგი შეიძლება დაგვიანებით გამოჩნდეს, თუმცა აუცილებლად იქნება. ამასთანავე, ივარჯიშეთ ყოველდღიურად, რათა ორგანიზმი გააქტიურდეს.

ხშირად დასმული კითხვები “მუცლის შებერილობა”-სთან დაკავშირებით

  1. რა იწვევს მუცლის შებერილობას ყველაზე ხშირად?
    უმეტესად შებერილობა გამოწვეულია გაზიანი სასმელებითა და სწრაფად ჭამის ჩვევებით.
  2. შეიძლება თუ არა მუცლის შებერილობა იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი?
    ზოგჯერ — დიახ. მაგალითად, ნაწლავური გაუვალობა ან კისტა სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს.
  3. რამდენად ეფექტურია ვაშლის ძმარი მუცლის შებერილობის წინააღმდეგ?
    ამ მეთოდმა მრავალ შემთხვევაში გაამართლა, თუმცა მისი ეფექტი ინდივიდუალურია.

მოლოდინი და შედეგები :მუცლის შებერილობა”-ს მოხსნის შემდეგ

პირველ ეტაპზე შესამჩნევია სიმსუბუქე მუცლის არეში და საჭმლის მონელების გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში შედეგი დაგვიანებით ჩანს — ეს ნორმალურია.

გარდა ამისა, თუ შებერილობა პერიოდულად გიბრუნდებათ, სასურველია კვების ჩვევების გადახედვა. საბოლოოდ, რეგულარული ვარჯიში და სწორი დიეტა ხელს უწყობს პრობლემის გრძელვადიან კონტროლს.

დასკვნა რედაქციისგან “მუცლის შებერილობა”-ს შესახებ

ბოლო წლებში კვლევებმა დაადასტურა, რომ მუცლის შებერილობა ხშირად უკავშირდება მიკრობიომის დისბალანსს. ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი მიმოხილვა გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Nutrition, სადაც ბოჭკოებისა და ფერმენტაციის კავშირი ნათლად ჩანს.

ამასთან, ინდივიდუალური კვების გავლენა მუცლის შებერილობაზე დეტალურადაა შესწავლილი კვლევაში Nutrients. აქვე ხაზგასმულია ვაშლის ძმრისა და პრობიოტიკების სარგებელი. დამატებით, ფსიქოლოგიური სტრესი, როგორც გამომწვევი, განხილულია Psychosomatic Medicine-ის სტატიაში.

გსურთ სამუდამოდ დაემშვიდობოთ მუცლის შებერილობას? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს, დაწერეთ თქვენი გამოცდილება და შეინახეთ სტატია მომავალისთვის.