საახალწლო სათამაშოები ღილაკი ელემენტებით ბავშვებისთვის სასიკვდილოდ სახიფათოა. ექსპერტები მშობლებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ დაჟინებით მოუწოდებენ.
მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ბავშვი კინაღამ დაიღუპა ღილაკი ელემენტების გადაყლაპვის შემდეგ, რომელიც საახალწლო სათამაშოდან ამოიღო, ინგლისელი ექსპერტები კვლავ მშობლებს მიმართავენ. ისინი დედებს და მამებს ურჩევენ, რომ შვილებს საახალწლოდ ისეთი სათამაშოები არ უყიდონ, რომლებიც მსგავსი ტიპის ელემენტს იყენებს. ეს პატარა დისკი სასიკვდილოდ სახიფათოა, რადგან ყელის დაწვა შეუძლია, თუ ბავშვი შემთხვევით გადაყლაპავს. როგორც ცნობილია, ბავშვებს სათამაშოების დაშლა და სხვადასხვა პატარა ნივთების პირში ჩადება უყვართ.
ღილაკი ელემენტები ძალიან ბევრ პოპულარულ გაჯეტებსა და სათამაშოებში გამოიყენება და ზოგიერთი მათგანი საახალწლოდ კარგ საჩუქრად ითვლება. გარდა ამისა, ასეთი ელემენტი სხვადასხვა სათამაშო მოწყობილობაში, ხელოვნურ განათებასა და ფიტნეს ტრეკერში გამოიყენება. ყველაზე პატარა ბავშვებმა ასეთი ღილაკი ელემენტი შეიძლება ტკბილეულად აღიქვან. ისინი სათამაშოდან, საახალწლო მისალოცი ბარათებიდან და აქსესუარებიდან ამ ელემენტებს იღებენ. სწორედ ამიტომ, მშობლებმა მსგავსი მოწყობილობების გამოყენება მკაცრად უნდა გააკონტროლონ იმ შენობაში, სადაც ბავშვები იმყოფებიან.
თუ ასეთ მოწყობილობებზე სრულად უარს ვერ ამბობთ, მაშინ საფრთხის შესამცირებლად დარწმუნდით, რომ ელემენტის ამოღებას ბავშვი ვერ შეძლებს. საიმედოობისთვის შეგიძლიათ სკოჩით დააფიქსიროთ. თუ ფიქრობთ, რომ ბავშვმა შემთხვევით ელემენტი გადაყლაპა, დაუყონებლივ საავადმყოფოს მიმართეთ. ექიმები ამ უცხო ნივთს რაც უფრო მალე ამოიღებენ, ბავშვისთვის მით უკეთესი. ამის შესახებ Yahoo News წერს.