B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი: სიმპტომები, რომლებიც სჯობს არ დაუშვათ

0
2251
photo by Schekinov Alexey Victorovich on wikipedia.org

B ვიტამინის სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილებელია და მათი დონის დეფიციტი სხეულსა და ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დღეს იმ სიმპტომებზე გიამბობთ, რომლებიც B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტზე საუბრობს და რომლებიც სჯობს არ დაუშვათ.

B12 ვიტამინი (კობალამინი). როგორც ჩანს, B ჯგუფის ვიტამინებს შორის B12 ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ორგანიზმში ფართო სპექტრის შესასრულებლად აუცილებელია, მათ შორის ერითროციტების საწარმოებლად, ნევროლოგიური ფუნქციისთვის, დნმ-ს სინთეზისა და გულის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. B12 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება თევზის, ხორცის, ფრინველის, კვერცხის, სუბპროდუქტების არასაკმარის მოხმარებას, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას უკავშირდებოდეს.

B12 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები მოიცავს:

  • დაღლილობა
  • სუსტი კუნთები
  • ყაბზობა და ცუდი მადა
  • ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტა ან დაბუჟება
  • ცუდი მეხსიერება ან კონცენტრაცია
  • ჭრილობების ცუდად შეხორცება

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი). ეს ვიტამინი ცილების, ნახშირწყლების და ლიპიდების დასაშლელად, ასევე იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია. ამასთან B6 ვიტამინი ტვინის ფუნქციის და დანარჩენი ნერვული სისტემის მხარდაჭერაში, ჰორმონების და ნეიროტრანსმიტერების, მათ შორის სეროტონინის, ნორეპინეფრინის და მელატონინის წარმოებაში მონაწილეობს.

ამ ვიტამინის დეფიციტის დროს შეიძლება გამოვლინდეს ისეთი ნიშნები, როგორიცაა:

  • ნახეთქები პირის კუთხეებში
  • შესიებული ენა
  • დეპრესია
  • სუსტი იმუნური სისტემა
  • გაღიზიანება

B1 ვიტამინი (თიამინი). B1 ვიტამინი უჯრედების ჯანმრთელობისა და ენერგიის წარმოებისთვის აუცილებელია. ის ნერვული, კუნთოვანი და გულის ფუნქციების მხარდაჭერაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თიამინი შეგიძლიათ სხვადასხვა საკვებიდან მიიღოთ, მაგრამ მცენარეული პროდუქტები უფრო ნაკლებ თიამინს შეიცავს, ვიდრე ხორცი და ზღვის პროდუქტები.

B1 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • წონის დაკარგვა
  • კოგნიტური პრობლემები
  • სუსტი კუნთები
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა

B2 ვიტამინი (რიბოფლავინი). როგორც B1 ვიტამინი უჯრედების ჯანმრთელობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. ამ მკვებავი ნივთიერებით მდიდარი პროდუქტებია კვერცხი, სუბპროდუქტები, სოკო, ძროხის ხორცი, ფრინველი, მწვანე ბოსტნეული.

რიბოფლავინის დეფიციტის დროს შეიძლება ასეთი სიმპტომები გამოვლინდეს:

  • ჰიპოთირეოზი
  • კანის დაავადება
  • პირის და ყელის შეშუპება
  • დახეთქილი ტუჩები
  • თმის ცვენა
  • უნაყოფობა
  • დაწითლებული, შეშუპებული თვალები ან კატარაქტი
  • ღვიძლის პრობლემები
  • ანემია

B3 ვიტამინი (ნიაცინი). ის ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის გაკონტროლებაში მონაწილეობს. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, დიაბეტის და ჭარბი წონის დროს მისი საკმარისი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. B ჯგუფის სხვა ვიტამინების მსგავსად ნიაცინი შეგიძლიათ შინაური ფრინველის, ძროხის და ზღვის პროდუქტებიდან მიიღოთ.

B3 ვიტამინის დეფიციტის დროს ადამიანს შეიძლება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები აწუხებდეს:

  • კოგნიტური პრობლემები
  • დაღლილობა
  • დეპრესია
  • თავის ტკივილი
  • კანის დაავადება
  • დიარეა

B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა). B ჯგუფის სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით ფოლიუმის მჟავას დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეული პროდუქტები, როგორიცაა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ხილი და კაკალი. ამასთან ხორცი, ზღვის პროდუქტები, ფრინველი და კვერცხი ფოლიუმის მჟავას არანაკლები რაოდენობით შეიცავს.

აი, რამდენიმე სიმპტომი, რომელიც შეიძლება B9 ვიტამინის დეფიციტის დროს გამოვლინდეს:

  • ანემია
  • ცუდი კონცენტრაცია
  • განწყობის ცვლილება
  • თავის ტკივილი
  • კანის, თმის ან ფრჩხილის ცვლილება

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი