7 ფაქტორი, რომელსაც საახალწლო დღესასწაულზე ასთმის შეტევის გამოწვევა შეუძლია

0
739
photo by commons.wikimedia.org

ასთმატიკებისთვის ასთმის შეტევის გამომწვევი ფაქტორების ცოდნა მნიშვნელოვანია, რომ მათ თავი აარიდონ ან გამაღიზიანებელთან შესაძლო კონტაქტისთვის მზად იყვნენ. დღეს გიამბობთ, თუ საახალწლო დღესასწაულზე ასთმის შეტევა რამ შეიძლება გამოიწვიოს.

ნაძვის ხე. ასთმის დროს ნაძვის ხემ შეიძლება სასუნთქი გზების გაღიზიანება და შეტევა გამოიწვიოს. ნაძვის ხეზე შეიძლება ობი იყოს. როცა ხე თბილ შენობაში ხვდება, ობი აქტიურ ზრდას იწყებს. ადამიანში, რომელიც ობის მიმართ მგრძნობიარეა, შეიძლება დამახასიათებელი სიმპტომები გამოიწვიოს. ასეთი ალერგიის მქონე ადამიანებმა წინასწარ უნდა იზრუნონ, რომ სადღესასწაულო დღეებში ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები მომარაგებული ჰქონდეთ.

არომატული სანთელი. ასთმის მქონე ადამიანების ნახევარზე მეტი არომატულ სანთელზე ცუდად რეაგირებს. ასეთი სანთელი კი საახალწლო დღესასწაულის და ინტერიერის ტრადიციული ნაწილია. ამასთან ექიმებმა არ იციან, თუ უფრო ხშირად ასთმას რომელი ქიმიური ნივთიერება ან არომატი იწვევს.

photo by wikipedia.org

სტრესი და ძლიერი ემოცია. ეს საახალწლო ალიაქოთის და დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. სტრესი და ძლიერი ემოცია ადამიანის სუნთქვაზე გავლენას ახდენს და შეიძლება ასთმის შეტევა გამოიწვიოს. ძლიერი ემოციური მდგომარეობის დროს სუნთქვა უფრო ხშირი და ნაკლებად რეგულარული ხდება, რაც ასთმის სიმპტომებს იწვევს.

სექსი. ზუსტად ისე, როგორც ფიზიკური ვარჯიში, სექსი შეიძლება ასთმის მქონე ხალხისთვის განსაზღვრულ საფრთხეს შეიცავდეს. ასთმატიკების თითქმის 68% აღიარებს, რომ სექსუალური ცხოვრება მათ დაავადებაზე გავლენას ახდენს. ზოგიერთი შეიძლება ნამდვილ ჩაკეტილ წრეში მოხვდეს, რადგან სექსის დროს ასთმის შესაძლო შეტევაზე ნერვიულობამ შეიძლება სიახლოვის მომენტში დაავადების სიმპტომები გამოიწვიოს.

ფეიერვერკი და კოცონი. ქუჩაში საახალწლო და ზამთრის წვეულებებს კოცონის დანთება მოჰყვება, ფეირვერკებზე რომ არაფერი ვთქვათ. ასთმატიკები ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ცხელი შეშის და ფეირვერკის კვამლმა პოტენციურად შეიძლება სასიკვდილო დახრჩობის შეტევა გამოიწვიოს. ეს იმიტომ ხდება, რომ წვის პროდუქტების ნაწილაკები პირდაპირ ფილტვებში ხვდებიან და გაღიზიანებას და ანთებას იწვევენ.

ჰორმონები. ძირითადად, ჰორმონების ფაქტორი ქალებზე გავლენას ახდენენ. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, თუ ქალის ჰორმონების ცვლილება ასთმის სიმპტომებზე გავლენას რატომ ახდენს, მაგრამ ფაქტი ფაქტია – ქალებში ჰორმონალურ ცვლილებაზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციამ შეიძლება ასთმის განვითარება გამოიწვიოს.

პოლინოზი. პოლინოზმა შეიძლება ასთმის შეტევა წლის ნებისმიერ დროს, მათ შორის ზამთარში გამოიწვიოს. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ხე მტვერის გამოყოფას უკვე იანვარში იწყებს და ადამიანებში ამა თუ იმ ტიპის მტვერზე ალერგიას, სურდოს, ცხვირის გაჭედვას და ცემინებას იწვევს – სიმპტომები ხშირად გაციებაში ერევათ. თუ ადამიანი პოლინოზის საწინააღმდეგო მედიკამენტს არ მიიღებს, შეიძლება ასთმა განუვითარდეს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი