
მოემზადეთ მომენტისთვის, რომელიც თქვენს ცხოვრებას ორ ნაწილად გაყოფს. წლის პირველ ნახევარში სატურნი და ნეპტუნი ძალებს აერთიანებენ.
ეს კავშირი თქვენი ისტორიის ახალ ფურცელს გადაშლის. ნებისმიერ ეტაპზეც არ უნდა იყოთ, დიდი ცვლილებები გარდაუვალია.
პლანეტების ასეთი შეხვედრა გამორჩეული მოვლენაა. სატურნი და ნეპტუნი ერთმანეთს 36 წელიწადში ერთხელ ხვდებიან. ბოლოს ეს 1989 წელს მოხდა.
წარმოიდგინეთ ეს კავშირი: სატურნი დისციპლინაზე აგებს პასუხს, ნეპტუნი კი — ოცნებებზე. როდესაც მათი ენერგია ვერძის ნიშანში ერწყმის, ძველი კედლები ინგრევა.
2026 წლის ჰოროსკოპი: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი: ეს წელი შესაძლოა თქვენს ბიოგრაფიაში საუკეთესო გახდეს. თებერვლის პლანეტარული კავშირი თქვენს რეალობას სრულად შეცვლის.
ცხოვრება საინტერესო თავგადასავლად იქცევა. სატურნი სიმტკიცეს შეგძენთ, რათა ილუზიებში არ დაიკარგოთ.
- სიყვარული: წლის დასაწყისში ნამდვილი რომანი გელით.
- კარიერა: გაზაფხულზე შესაძლოა კურსი მკვეთრად შეცვალოთ.
- ფული: ფინანსური ტრიუმფი წლის ბოლოსაა მოსალოდნელი.
კურო: თქვენთვის 2026 წელი დიდი ხნის ნანატრი სიმშვიდის მომტანია. ურანის შვიდწლიანი წნეხი სრულდება.
ახლა წინ მხოლოდ საკუთარი სურვილით წახვალთ. იანვარში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ღირებულებებს სრულად იზიარებს. დეკემბერი ყველა ხარჯს აგინაზღაურებთ.
ტყუპები: თქვენი დევიზი სრული თავისუფლებაა. იპოვით ახალ გზას, რომელიც შორს არის ძველი სტანდარტებისგან.
იანვარი ემოციურად არასტაბილური იქნება. ახალი პროფესიის ათვისება ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. აგვისტოში ინვესტიციებისგან თავი შეიკავეთ.
კირჩხიბი: ეს თქვენი ტრიუმფის წელია. ბოლო წლების შრომა კონკრეტულ ციფრებსა და სტატუსში აისახება.
იგრძნობთ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ზაფხულში ურთიერთობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. იუპიტერი ნამდვილ პროცვივნებას გპირდებათ.
ლომი: შესაძლოა, ეს თქვენი საუკეთესო წელია ბოლო ათწლეულში! იუპიტერი თქვენს ნიშანში ბრუნდება და წარმატება ყველაფერში თან გდევთ.
იწყება ახალი 12-წლიანი ციკლი. გაბედული იდეები დიდ ნაყოფს გამოიღებს. ფინანსური შემოდინება მეორე ნახევარში გაძლიერდება.
ქალწული: წელი, რომელიც ყველაფერს შეცვლის. ნეპტუნი კრეატიულობით აგავსებთ, სატურნი კი გეგმების რეალიზებაში დაგეხმარებათ.
შეზღუდვები აღარ არსებობს. მარტში პირად ცხოვრებაში სიმართლის მომენტი დადგება. ფინანსური მდგომარეობა ოპტიმისტურია.
ამბიციები და ფინანსური წარმატება
სასწორი: წლის პირველი ნახევარი მოგზაურობითა და ამბიციების რეალიზებით იქნება სავსე. შემოდგომაზე საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. დადგა გაცნობიერებული ურთიერთობების დრო.
ივნისამდე იუპიტერი თქვენს მხარესაა. აპრილი და ივნისი ყველაზე შემოსავლიანი თვეებია.
მორიელი: დროა კონტროლი გაუშვათ და ცხოვრებას მიენდოთ. პლუტონი თქვენს რეალობას ძირეულად ცვლის.
შესაძლოა საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალოთ. ივლისში კარიერულ პიკს მიაღწევთ. იქონიეთ ფინანსური რეზერვი უცაბედი ხარჯებისთვის.
მშვილდოსანი: თქვენ მასშტაბები და შთაგონება გჭირდებათ. 2026 წელი თვითშემეცნების წელია.
მარტის დაბნელება დაგაფიქრებთ, ხართ თუ არა თქვენს ადგილას. ნუ ჩაეჭიდებით ჩვევებს. ივნისში ეკონომიის რეჟიმი ჩართეთ.
თხის რქა: ეს წელი თქვენი მომავლის ფუნდამენტია. იცვლება არა მხოლოდ სამსახური, არამედ ცხოვრების წესი.
ნუ ელით მყისიერ შედეგს, თქვენ პერსპექტივაზე მუშაობთ. თებერვალი და აგვისტო მსხვილი ფულადი შემოსავლების თვეებია.
მერწყული: ენდეთ ინტუიციას, ის არ გიღალატებთ. საუკეთესო დროა სტარტაპის წამოსაწყებად ან ოჯახის გასაფართოებლად.
წარმატების ენერგია 2028 წლამდე გაგყვებათ. თებერვალი და მარტი ფინანსურად მომგებიანი იქნება.
თევზები: თქვენს ნიშანში ნეპტუნის ოქროს ხანა სრულდება. იწყება “ახალი რეალიზმის” პერიოდი. ცხოვრება უფრო მდიდრული გახდება, თუ პრაქტიკულობას გამოიჩენთ.
სამსახურში სტაბილურობა თქვენი საუკეთესო სტრატეგიაა.


