როგორ გავარკვიოთ, გვაქვს თუ არა თირკმელზედა ჯირკვლის ანთება

778
photo by Süleyman Habib on commons.wikimedia.org

ქრონიკულმა ანთებამ თირკმელზედა ჯირკვალი შეიძლება ნაწიბურებიანი გახადოს და მუდმივ ტკივილს, წონის შემცირებას, დიარეას, მუცლის შებერილობას ხელი შეუწყოს. გერმანელი მეცნიერები გიამბობთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ ორგანოს დაავადების გამოსავლენად. ამის შესახებ Focus.de წერს.

გრეიფსვალდის სამედიცინო უნივერსიტეტში შინაგანი ორგანოების კლინიკის დირექტორი მარკუს ლერხი ამბობს, რომ თირკმელზედა ჯირკვლისთვის ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება სახიფათოა. მისი თქმით, სისხლში სპირტის, ცხიმების და ნიკოტინის დიდი რაოდენობა ჯირკვლებს აღიზიანებს, რაც შეიძლება მწვავე ან ქრონიკული ანთება გახდეს.

„თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე ანთება მუცლის ზედა ნაწილის ძლიერი ტკივილით შეიმჩნევა. მას ხშირად თან ერთვის გულისრევა და ღებინება. სხვა ნიშნები შეიძლება სისხლის მიმოქცევის პრობლემას და მუცლის შებერილობას მოიცავდეს“ – ამბობს ლერხი.

რაც შეეხება ამ ორგანოს ქრონიკულ ანთებას, მუდმივი ტკივილის გარდა მასზე მიგანიშნებთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა წონის დაკლება, დიარეა, მუცლის შებერილობა და ცხიმის აუტანლობა.

მარკუს ლერხი აღნიშნავს, რომ თირკმელზედა ჯირკვლის ანთებამ შეიძლება დიაბეტი გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, ამის პირველი ნიშანი წყურვილის გრძნობის გაზრდა და გახშირებული შარდვაა.

თირკმელზედა ჯირკვლის ანთების უფრო დრამატული შედეგი შეიძლება ამ ორგანოს სიმსივნე გახდეს. მსგავს დაავადებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიმპტომები არ გააჩნია. სიმსივნეზე გამოკვლევის ჩატარების საფუძველი შეიძლება გახდეს ზურგის მუდმივი ტკივილი ან მწვავე სიყვითლე.

„თუ თქვენი თირკმელზედა ჯირკვლისთვის კარგი რამის გაკეთება გსურთ, ჭარბი წონა შეამცირეთ, ალკოჰოლი ზომიერად მიიღეთ და სპორტით დაკავდით“ – აღნიშნავს ექსპერტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს