მაგნიუმი ქალებს მენოპაუზის შემდეგ დაეხმარებათ

0
467
photo by needpix

მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღება სასიკვდილოდ სახიფათო გულის კორონარული დაავადების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ. ეს ეხება ქალებს, რომელთაც უკვე პოსტმენოპაუზის პერიოდი აქვთ.

ახალმა კვლევამ, რომლის შედეგებიც ჟურნალში Journal of Women’s Health გამოქვეყნდა, მაგნიუმსა და ქალებში, პოსტმენოპაუზის პერიოდში გულის გაჩერებით სიკვდილს შორის კავშირი აჩვენა. კვლევა ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. კვლევაში სხვა სამეცნიერო ინსტიტუტებიც მონაწილეობდნენ. კვლევის ავტორებმა 10,5 წლის განმავლობაში პოსტმენოპაუზის პერიოდში 153 ათასზე მეტი ქალის რაციონში მაგნიუმის შემცველობა შეაფასეს და სასიკვდილოდ სახიფათო გულის კორონარული დაავადების, ასევე გულის მოულოდნელი გაჩერების  განვითარების რისკი განსაზღვრეს.

მოპოვებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალების რაციონში მაგნიუმის შემცველობა რაც უფრო მაღალია, გულის კორონარული დაავადების სახიფათო შედეგის რისკი მით უფრო მცირეა. თუ ამ კვლევის შედეგები შემდეგი სხვა სამეცნიერო მუშაობის დროს დადასტურდება, ექიმები რისკ-ჯგუფის მქონე ქალებს მაგნიუმის საკვები დანამატით მიღებას ურჩევენ, რომ ამ სახიფათო დაავადების განვითარების რისკი შეამცირონ.

გულის კორონარულ დაავადებას მისი გავრცელების და ფატალური შედეგების გამო ხშირად საუკუნის დაავადებას უწოდებენ. ის კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის გამო ვითარდება, რომელიც გულში სისხლის მიწოდებას არღვევს. შედეგად ჟანგბადის დეფიციტი კორონარულ სისხლძარღვებში პათოლოგიური ცვლილებები ხდება, დაბლოკვა წარმოიქმნება და გული ჩერდება, რასაც სავალალო შედეგი, სიკვდილი მოჰყვება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი