თუ განწყობის ცვლილება გაწუხებთ, სურდოს და გრიპის მიმართ მგრძნობიარე ხართ, ან წონაში ვერ იკლებთ, ეს შეიძლება ნაწლავების ბაქტერიების დისბალანსზე საუბრობდეს, რომელსაც თანამედროვე ჩვევები იწვევენ. დღეს გიამბობთ, თუ რა არღვევს ნაწლავების ჯანსაღ ფლორას და მასთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობას.
ნაწლავების ბაქტერიებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. მიკროორგანიზმები ჩვენს ნაწლავებში ყველა სახის ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფენ, რომლებიც გონების და სხეულის მუშაობაზე გავლენას ახდენენ. ამასთან ჩვენი ბევრი ჩვევა ნაწლავების ბიომზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, კარგი ბაქტერიების შემცირებას და მავნე ბაქტერიების გამრავლებას იწვევს. მიკრობიომის გაუარესება კი ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.
ღამით ჭამა. საკვების მიღებებს შორის დიდი შესვენება საჭმლის მომნელებელ ტრაქტს „გადატვირთვის“ და აღდგენის საშუალებას აძლევს. თუ ღამით ძილის დროს ადამიანი ლოგინიდან დგება და მაცივარში რაღაცის წასახემსებლად მიდის, ან ძილის წინ ჭამს, ამან შეიძლება ნაწლავების ფლორის ბუნებრივი ბალანსი დაარღვიოს.
პირის ღრუს სავლები სითხის გამოყენება. ყველა შესაძლო კომერციული პირის ღრუს სავლები საშუალება ძლიერ მოქმედ სუბსტანციას შეიცავს, რომელიც პირის ღრუს ბუნებრივ ფლორას არღვევს. თავის მხრივ, ეს ნაწლავების მიკრობიომზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს, რადგან ერთმანეთზე პირდაპირ გავლენას ახდენენ. პირის ღრუს უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად სჯობს თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარი თქვათ, რომლებიც პირის ღრუს ჯანსაღ ფლორას აზიანებენ. ასევე სავლებად მარილიანი წყალი გამოიყენეთ – ეს პათოგენური ბაქტერიების დაგროვებას შეაფერხებს. კიდევ ერთი მეთოდი უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად – მწვანე ჩაი დალიეთ.
მჯდომარე პოზაში დიდხანს ყოფნა. ადამიანს, რომელიც მთელი დღე ზის ჯერ ავტომობილში საჭესთან, შემდეგ სამუშაო მაგიდასთან, მხოლოდ სწორი დგომა არ აწუხებს. მოძრაობა მოკლე ჯაჭვის ცხიმოვან მჟავებს უშვებს, რომლებიც ნაწლავებს ჯანსაღი ბაქტერიებით კვებავენ და მათ გამრავლებას ხელს უწყობენ. ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და ამ ორგანოსთან დაკავშირებული სხვა პრობლემების განვითარების რისკს ზრდის.
საღეჭი რეზინა. შეიძლება იფიქროთ, რომ საღეჭი რეზინა სუნთქვის სწრაფად განახლებას ხელს უწყობს ან შიმშილის გრძნობის მოშორებაში გეხმარებათ, მაგრამ საღეჭი რეზინის დაღეჭვამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი წვენის ნორმალური წარმოება დაარღვიოს. ღეჭვის დროს კუჭი წვენის გამოყოფის სიგნალს იწვევს, მაგრამ თუ გადასამუშავებლად არაფერი ექნება, ეს ნაწლავების ბაქტერიებზე ცუდ გავლენას მოახდენს. ამასთან მუცლის შებერილობას და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომებს აძლიერებს.
ლოგინში სოციალური მედიის შემოწმება. ასეთი ჩვევა ძილის რეჟიმზე და მასთან ერთად ნაწლავების მდგომარეობაზე ცუდ გავლენას ახდენს. კვლევამ აჩვენა, რომ სრულყოფილი ღამის დასვენება ნაწლავების მიკროფლორის გაჯანსაღებისთვის სასარგებლოა, ხოლო თუ ადამიანს ცუდად ძინავს, ნაწლავების აშლილობა აწუხებს.
ყოველდღე ერთი და იმავეს ჭამა. რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს, რადგან სხვადასხვა პროდუქტებში ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიების სხვადასხვა ოჯახი მრავლდება და იზრდება. ერთფეროვანი და მცირე კვება ნაწლავების ბიომის დისბალანსს იწვევს.