გადამუშავებულ ხორცსა და მზა ტკბილეულზე უარის თქმა, მწვანე ჩაის დალევა, კვერცხის ჭამა – ძალიან ბევრი რჩევა და მეთოდი არსებობს, რომლებიც მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ.
შაქარი აკონტროლეთ. თუ თავად ამჩნევთ, რომ თქვენი წელი ფართოა, პირველ რიგში ყურადღება მიღებული შაქრის რაოდენობას მიაქციეთ. ცნობილი ბრიტანელი დიეტოლოგი ზანა მორისი თავის წიგნში „ცხიმიანი დიეტა: როგორ დავიკლოთ 10 ფუნტი 14 დღეში“ წერს, რომ მუცელში ცხიმის დაგროვება შაქრით არის გამოწვეული.
„შაქარი ინსულინის წარმოებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას, განსაკუთრებით მუცლის და წელის არეში“ – აღნიშნავს ექსპერტი.
შაქარზე საუბრის დროს სპეციალისტს მხედველობაში აქვს არა მხოლოდ ცხადი ტკბილეული, არამედ შაქრის და სახამებლის შემცველი პროდუქტები, რომლებიც სისხლში კონცენტრირებული გლუკოზის და ინსულინის ზრდას იწვევენ. მაგალითად, პურის და მაკარონის ნაწარმის ბევრი სახეობა, ალკოჰოლი, სოუსი. მათი მიღების გაკონტროლების გარეშე ცხიმოვანი დაგროვების მოშორება შეუძლებელია.
დესერტები დამოუკიდებლად მოამზადეთ. თუ ტკბილეულზე უარის თქმას ვერ ახერხებთ, მზა ტკბილეულის ყიდვა მაინც შეწყვიტეთ. მზა ტკბილეული ცხიმის და შაქრის კომბინაციას წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმისთვის უფრო მეტად არახელსაყრელია. დესერტი სჯობს ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტებით თავად მოამზადოთ. მაგალითად, გაყინული იოგურტი, დარიჩინთან და კენკრასთან ერთად – ნაყინის შესანიშნავი ვარიანტია. იოგურტის, ხილის და კენკრის დახმარებით სხვადასხვა დესერტის მომზადებას შეძლებთ, რომელიც ტკბილეულის მიღების სურვილს დააკმაყოფილებს, მაგრამ ცხიმის დაგროვებას არ გამოიწვევს.
წვენებზე უარი თქვით და ხილი სწორად მიირთვით. თუ ჭარბი წონის პრობლემა გაქვთ, ახალ დაწურულ წვენზეც კი უარი უნდა თქვათ, რადგან ასე ორგანიზმი ერთბაშად ბევრ შაქარს იღებს. მთელი ხილის გამოყენება უფრო სასარგებლოა, რადგან ამ დროს მკვებავი ნივთიერებების და უჯრედისის მიღება ხდება, რომლებიც ნაწლავების ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას ხელს უწყობენ. თუმცა სასარგებლო ნივთიერებების ასათვისებლად ხილი სწორად უნდა მიირთვათ. ხილი რაღაც ცხიმის მსგავსთან ერთად უნდა მიირთვათ, მაგალითად მცენარეულ ზეთთან, ყველის ნაჭერთან ან ხაჭოსთან ერთად.
კაკლით წაიხემსეთ. კაკალი პროტეინებით და სასარგებლო ცხიმებით სავსეა და მათი მიღების შემდეგ დიდხანს დანაყრებული იქნებით. გარდა ამისა, კაკალში შემავალი ნივთიერება სისხლძარღვების გაჯანსაღებას და სისხლის მიმოქცევის გაზრდას ხელს უწყობს. ეს კი ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, ქოლესტერინის გამოყოფას სტიმულირებს და ჭარბი წონისგან გიცავთ. კაკლის მოხმარება ნაწლავების მიკროფლორას აუმჯობესებს, სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას სტიმულირებს – მსგავსი მდგომარეობა ცხიმოვანი დაგროვების ზრდისგან დაცვასთან არის დაკავშირებული. ეს ფაქტი გულის ამერიკული ასოციაციის სპეციალისტებმა დაადგინეს.
ომეგა 3 მიიღეთ. ეს ცხიმიანი მჟავა, რომელსაც მცენარეული ზეთები და თევზი (ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი, თინუსი) შეიცავს, ორგანიზმში ანთებას ეფექტურად ებრძვის, რაც თავის მხრივ ცხიმოვანი ქსოვილების დაგროვებასთან (განსაკუთრებით, მუცლის არეში) კავშირშია.
კვერცხი ჭამეთ. ქათმის კვერცხის ცილაში შემავალი ამინომჟავები ჰორმონებს სტიმულირებს, რომლებიც მუცლის და წელის არეში ცხიმის წვას ააქტიურებენ. გარდა ამისა, მასში B12 ვიტამინი შედის, რომელიც ცხიმის გადამუშავებასა და მუცლის ცხიმის წვაზეა პასუხისმგებელი. ცხიმთან საბრძოლველად დღეში 1-2 კვერცხის ჭამა, თუნდაც ღამის საათებში სასარგებლოა. პადინგტონის ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც კვერცხს დილით ჭამენ, დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობა ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე მათ, ვინც ნახშირწყლებით საუზმობს.
ვაშლი მიირთვით. ხილი პექტინებს შეიცავს, რომლებიც უჯრედებს კუჭიდან ცხიმის ათვისებაში ხელს უშლის. ჟურნალ Nutrition-ის მონაცემებით ჭარბი წონის მქონე ქალებმა, რომლებიც 3 თვის განმავლობაში ყოველდღე 3 ვაშლს ან 3 მსხალს მიირთმევენ, უფრო მეტი დაიკლეს, ვიდრე იმ ქალებმა, რომლებიც ხილის ნაცვლად შვრიის ორცხობილას მიირთმევდნენ. სპეციალისტების თქმით, დღეში 1-2 ვაშლი გახდომასა და მუცლის არეში ზედმეტი სანტიმეტრების მოშორებაში დაგეხმარებათ.