კვლევა: ბუნებრივად ვარდისფერი პროდუქტები ძუძუს კიბოს პროფილაქტიკაში გვეხმარება

0
595
photo by ProjectManhattan on commons.wikimedia.org

ვარდისფერი ლენტები ასახიერებს ქალების ბრძოლას ძუძუს კიბოსთან (სარძევე ჯირკვლის კიბოსთან). ჩვენი რედაქცია ახლა ისაუბრებს იმის შესახებ, რომ არსებობს ვარდისფრის სხვადასხვა ტონალობების ბუნებრივი პროდუქტები, როლებიც გვიცავს ამ დაავადების განვითარებისგან.

წითელი კომბოსტო

როგორც ჯვარყვავილოვანთა ოჯახის სხვა ბოსტნეული, წითელი კომბოსტო შეიცავს ინდოლ-3-კარბინოლს – ნივთიერებას, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკის შემცირებაში.  კომბოსტოს სხვა კომპონენტი, გოგირდისშემცველი ნაერთი სულფორაფანი, აქვეითებს დეაცეტილაზა ჰისტონს, ფერმენტს, რომელიც მონაწილეობს კიბოს უჯრედების პროლიფერაციაში. გარდა ამისა, წითელი კომბოსტო მდიდარია ანტოციანინებით – ნივთიერებებით, რომლებიც მას უნიკალურ ფერსა და ანტიოქსიდანტურ თვისებებს აძლევს.

ბროწეული

ბროწეული აქვეითებს ფერმენტ არომატაზას, რომელიც ანდროგენს ესტროგენად აქცევს. არომატაზა იწვევს ესტროგენის დონის ძლიერ მატებას მამაკაცებში, ასევე, ჰორმონალურ დარღვევებს ქალებში, რის გამოც იზრდება ძუძუს კიბოს რისკი.

ბოლოკი

კიდევ ერთი ჯვარყვავილოვანი ბოსტნეული, კიბოს საწინააღმდეგო პოტენციალით, გახლავთ ბოლოკი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, კალიუმს, ფოლატსა და გლუკოზინოლატებს. ბოლო ნაერთი იშლება ინდოლად და იზოტიოციანიტებად, რომლებიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების გაჩენას. გარდა ამისა, ბოლოკი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეფექტურად უშლის ხელს ძუძუს კიბოს უჯრედების გავრცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.

სტაფილო

სტაფილო ყოველთვის ნარინჯისფერი არაა, არსებობს მისი წითელი და იისფერი ვარიანტებიც, მდიდარი ბეტა-კაროტინით – ნივთიერებით, რომელიც ცნობილია ჟანგვის საწინააღმდეგო თვისებებით. გარდა ამისა, არანარინჯისფერი სახეობები შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნაერთ ანტოციანინს, რომელიც ეფექტურად უშლის ხელს უჯრედების, ცილებისა და დნმ-ს დაზიანებას, რაც, ზოგადად, წინ უძღვის კიბოს განვითარებას.

ვაშლი

ვაშლის ვარდისფერ და წითელ კანში იპოვით კიბოსთან მებრძოლ ანტოციანებს, რომლებცი წითელ კომბოსტოშიცაა. in vitro კვლევებში, ვაშლის შემადგენლობაში არსებულმა ფლავონოლ-კვერცეტინმა გამოავლინა უნარი, ხელი შეუშალოს სარძევე ჯირკვლის კიბოს ზრდას.

ჭარხალი

ამ ბოსტნეულის სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აიხსნება მის შემადგენლობაში არსებული ბეთანინით. ორგანიზმში ეს ნივთიერება მოქმედებს, როგორც მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს – მოლეკულებს,  რომლებიც აზიანებს უჯრედების მთლიანობას, რითიც აჩქარებს გენებში დაბერებისა და მუტაციის პროცესებს, რომლებიც კიბოს იწვევს.

ყურძენი

წითელი ყურძენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. კერძოდ, მისი კანი შეიცავს ისეთ მძლავრ ჟანგვის საწინააღმდეგო ნივთიერებებს, როგორებციაა ანტოციანები და კატექინები, რომლებიც ამცირებს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების აქტივობას, უჯრედების ჟანგვისა და განადგურების აღკვეთასთან ერთად. ასევე, ყურძენი შეიცავს მნიშვნელოვან ფენოლურ ნაერთებს: კოფეინის მჟავა, კვერცეტინი და მირეცეტინი. ეს ნაერთები, დამატებით, იცავს ორგანიზმს კიბოს განვითარებისგან.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი