როგორ შევავსოთ კოლაგენის მარაგი კანში

0
530
photo by naturwohl-gesundheit on pixabay

წლებთან ერთად, კოლაგენის დონე ორგანიზმში იკლებს. არადა, სწორედ მისი დახმარებითაა კანი მკვრივი, ლამაზი და ახალგაზრდა. როგორ მოვიქცეთ, თუ კოლაგენის რაოდენობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მცირდება? დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.

კანში კოლაგენის მარაგის შევსების მეთოდები

ახლა უამრავი აპარატული და ინექციური მეთოდიკა არსებობს, რომლებიც კოლაგენის სინთეზის პროცესების აჩქარებისთვისაა საჭირო. ბევრი მათგანი დაკავშირებულია ძველი, დაზიანებული კოლაგენის კონგლომერატების დანგრევასთან: RF-ლიფტინგი, ლაზერული გაქლიბვა და ქიმიური პილინგები, ფოტოგაახალგაზრდავება, ფოტოაკუსტიკური ლიფტინგი, მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია და ა.შ. შედეგად, ეს იწვევს ახალი საჩონჩხო კომპონენტის სინთეზს.

ძალიან ხშირად, მსგავს მეთოდიკებში იყენებენ ამინომჟაურ თერაპიას, ანუ შეჰყავთ კანისთვის აუცილებელი ამინომჟავების შემცველი ინექცია. ყველაზე ეფექტურია ამინომჟაური კლასტერების გამოყენება, რომელიც კანს ესაჭიროება და სპეციალურადაა შერჩეული, ამ ცილის სინთეზში მონაწილეობისთვის, რაც სწორედ კანს ახასიათებს. ხოლო, თუ სწორედ კოლაგენის პრეპარატებზე ვისაუბრებთ, უმჯობესია, კოლაგენი და C ვიტამინი გამოვიყენოთ. სხვა შემთხვევებში, ცილა ცუდად აითვისება.

სპეციალისტები კოლაგენის აღსადგენ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ SPRS-თერაპიის პროცედურას. ეს ძალიან გამოხატულ ეფექტს იძლევა. ნახსენები პროცედურა ასტიმულირებს კანის შემცირებული რაოდენობის უჯრედების აქტივობას, ასევე, აახალგაზრდავებს კანს უჯრედულ დონეზე. აღსანიშნავია, რომ პროცედურა უსაფრთხოა და, ეფექტურობის მხრივ, ანალოგი არ გააჩნია.

პროფილაქტიკა

ასაკობრივი ცვლილებები აუცილებლად უნდა დაუქვემდებაროთ პროფილაქტიკას. პირველ რიგში, ცხორვების ჯანსაღი წესის დაცვა და მდგომარეობისადმი ყურადღება. აუცილებელია სწორად კვება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, მარილის ზომიერად მოხმარება.

ასევე, მნიშვნელოვანია კანის დატენიანებაც. ყველა ცვლილება ხომ, პირველ რიგში, ეპიდერმისის ტენის დაკარგვით იწყება. კანის მოვლა უკვე 25 წლიდან, ან მანამდე უნდა დაიწყოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here