როგორ უნდა შეიღებოთ თმა მიმდინარე ზამთარში: 5 ტრენდული ფერი

4198
photo by Dean Wissing on flickr

ზამთარი გვკარნახობს ახალ ტრენდებს, მათ შორის, თმის შეღებვაშიც. რომელი ვარცხნილობები იქნება მოდაში, ჩვენ უკვე გავარკვიეთ. მაგრამ, რა ფერში შევიღებოთ თმა? ახლა ამაზე ჩვენი რედაქცია ისაუბრებს.

ოქროსფერი ქერა

ბევრი პირდაპირი გაგებით გაგიჟებული იყო ნაცრისფერ ან პლატინისფერ ქერაზე. თუმცა, ამ ზამთარს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ქერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ოქროსფერ ტონალობაზე, სპილენძისფრ ქერაზე. ასეთი ფერი ამ ზამთარს ძალიან მოდურია. საქმე ისაა, რომ იგი თმის გასაოცარ ელვარებას ქმნის. არ დაგავიწყდეთ თმის ძირების ცოტათი გამუქებაც, რათა ძალიან ხშირად შეღებვა არ მოგიხდეთ.

კარამელისფერი

ეს თბილი ელფერიც აქტუალურია მიმდინარე ზამთარში. კარამელი შოკოლადზე უფრო ღიაა, თუმცა არც ისეთი ნათელია, როგორიც ჟღალი თმა. ამიტომ, თმის შეღებვა შეუძლიათ როგორც შავგვრემნებს, ისე ქერებსა და წითურებსაც. კარამელისფერს შეგიძლიათ რამდენიმე რიგირ მსგავსი ელფერიც დაუმატოთ, თმის ფერი მოსაწყენად რომ არ გამოიყურებოდეს.

შოკოლადის გლაზური

ან, გარდამავალი შოკოლადისფერი. ასეთი ფერი არ უნდა იყოს ერთფეროვანი. უმჯობესია, ითამაშოთ პალიტრასთან და შეურიოთ მუქი შოკოლადისფერი სპილენძისფერ, გოგრისფერ ან, მაგალითად, ნათელ ხორბლისფერ შტრიხებს. ასეთი სიკაშკაშე თმას მოცულობასა და სიღრმეს მიანიჭებს.

ნახშირისფერი შავი

როგორც არ უნდა უყურებდეთ ასეთ ვარცხნილობას, კიმ კარდაშიანის საყვარელი ფერის თმა ამ ზამთარს პოპულარობის პიკზე იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა იზრუნოთ თმის სილამაზეზე, ელვარებასა და სირბილეზე, რათა არ იყოს იმის შეგრძნება, რომ თქვენი ვარცხნილობა ნახშირად იქცა. სასარგებლოა დამატენიანებელი ნიღბების, შამპუნებისა და ზეთების გამოყენება.

მუქი ჟღალი

ჟღალი თმები, მუქი ნაწილაკებით, იდეალური იქნება ამ ზამთარში. სასურველია, თმა შეიღებოთ გაჯერებულ ჟღალისფრად, ოღონდ მუქი ძირები დაიტოვოთ. ეს საკმაოდ კეთილშობილური ფერია, რომელიც ძალიან, ძალიან ღირსეულად გამოიყურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს