ნეირობიოლოგი მარკ მატსონი: ინტერვალური შიმშილი ახანგრძლივებს ცხოვრებას და აჯანსაღებს ორგანიზმს

1008
Photo by Thought Catalog on Unsplash

-“ინტერვალური შიმშილი ძალიან ეფექტური გზაა ჯანმრთელობის გაძლიერებისა და ცხოვრების გახანგრძლივებისთვის.” – თვლის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნეირობიოლოგიის პროფესორი, მარკ მატსონი. მეცნიერის დასკვნები გამოქვეყნდა პრეს-რელიზის სახით, პორტალ EurekAlert!-ზე.

პროფესორმა მარკ მატსონმა გამოცემა “The New England Journal of Medicine”-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ ინტერვალური შიმშილი შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი იყოს. კერძოდ, მეცნიერი, რომელიც ინტერველური მარხვის ჯანმრთელობაზე გავლენას 25 წლის განმავლობაში იკვლევდა, წერს ინტერვალური შიმშილის ორი ტიპის შესახებ: პირველი – ესაა საკვების მიღება დღეში მხოლოდ 6-8 საათის განმავლობაში, და მეორე – ე.წ. 5:2 დიეტა, შიმშილი კვირის ორ დღეს, რომელთა შემდეგაც, საკვები ზომიერად უნდა მივიღოთ, კვირის დანარჩენი 5 დღის განმავლობაში.

-“ცხოველებსა და რამდენიმე ადამიანზე ჩატარებული კვლევების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ შიმშილისა და კვების მონაცვლეობა მხარს უჭერს უჯრედულ ჯანმრთელობას. სარწმუნოა, რომ ეს ხდება საკვების დეფიციტის ხანგრძლივ პერიოდზე უჯრედული ადაპტაციის გამო, რასაც მეტაბოლისტური გადართვა ეწოდება. ასეთი გადართვის დროს, უჯრედები სწრაფად წურავს თავის შაქრიან მარაგებს, და იწყებს ცხიმის ენერგიად გარდაქნას, უფრო ნელი მეტაბოლისტური პროცესების შედეგად. საბოლოო ჯამში, ეს აუმჯობესებს სისხლში შაქრის რეგულაციას, ზრდის სტრესის მიმართ რეზისტენტულობას და აცხრობს ანთებას.” – წერს ამერიკელი ნეირობიოლოგი.

გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ინტერვალური შიმშილი, აგრეთვე, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, არეგულირებს ლიპიდების დონესა და გულის კუმშვების სიხშირეს.

ასევე, მატსონის თქმით, ბოლო დროს სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ ინტერვალური შიმშილი შეიძლება გავლენას ახდენდეს მექაიზმებზე, რომლებიც სიმსუქნესთან და დიაბეტთანაა დაკავშირებული. ასე, 100 ჭარბწონიანი ქალის მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში გამოჩნდა, რომ ქალებმა, რომლებიც 5:2 დიეტას იცავდნენ, იმდენივე დაიკლეს წონაში, რამდენიც მათ, ვინც კალორიებს ამცირებდა – თუმცა, ამავდროულად, პირველებს უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ ინსულინის მიმართ მგრძნობელობისა და მუცელზე ცხიმის შემცირებისა.

დაბოლოს, პროფესორის თქმით, არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ინტერვალური შიმშილი შეიძლება ხელს უშლიდეს ნეიროდეგენერაციასა და დემენციას. ნეირობიოლოგს სჯერა, რომ ასეთი შიმშილის რეკომენდაციები მალე ჩართვება თერაპევტულ გეგმებში, ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური სავარჯიშოების შესახებ რჩევების პარალელურად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს