2000-2018 წლებში, ბავშვთა დაავადებადობა 19%-ით გაიზარდა. სიაში სიმსუქნის პრობლემა ლიდერობს.
სპეციალისტების თქმით, მსოფლიოში არასრულწლოვანთან სიმსუქნის შემთხვევები 2.7-ჯერ გაიზარდა. ასევე, ჩვენს ქვეყანაში ორჯერაა გაზრდილი იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებსაც სისხლის შდედებადობისა და ინსულინოდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის პრობლემები აქვთ.
ცერებრალური დამბლისა და ალერგიული რინიტის შემთხვევები 1.5-ჯერ გაიზარდა – იტყობინება RT.
გარდა ამისა, ზემოხსენებულ პერიოდში დაფიქსირდა პნევმონიის (28%), ღვიძლის უკმარისობისა და სისხლის მაღალ წნევასთან დაკავშირებული დაავადებების (25%), ნუშისებრთა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებების (17.6%), ასთმის (17.4%) დიაგნოსტიკის მაჩვენებლის ზრდა.
ექიმი-პედიატრები თვლიან, რომ ბავშვთა დაავადებადობის შემთხვევათა გაზრდის მიზეზები შეიძლება იყოს დიაგნოსტიკისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ხარისხის ზრდა, აგრეთვე, საკვები პროდუქტების, წყლისა და ჰაერის ხარისხის დაქვეითება.