კიდევ ერთმა კვლევამ დაადასტურა ცხარე წიწაკა ჩილის სარგებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როგორც გაირკვა, ამ სანელებლის მოყვარულებს უფრო ძლიერი გული აქვთ. კვლევა ხმელთაშუა ზღვის ნევროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა 25 000 მოხალისე ადამიანზე ჩაატარეს, იტალიაში. 8 წლის განმავლობაში, მკვლევარები მოხალისეების ჯანმრთელობასა და საკვებ უპირატესობებს აკვირდებოდნენ. გაირკვა, რომ ინფარქტით გარდაცვალების რისკი 40%-ით შემცირდა მათში, ვინც წიწაკა ჩილის კვირაში არანაკლებ ოთხჯერ მოიხმარდა.
ამასთან, ინსულტით გარდაცვალების რისკი განახევრდა. კვლევის ავტორებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს ზუსტი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა განაპირობებდა ჩილიში ასეთ გასაოცარ შედეგს. არადა, ეს პასუხი იმ ადამიანებსაც გამოადგებოდათ, რომლებიც ვერ იტანენ ცხარე საკვებს, თუმცა ასეთივე უპირატესობის მიღებაზე უარს არ იტყოდნენ. საერთო ჯამში, ზოგიერთი დიეტოლოგი თვლის, რომ ცხარე წიწაკა – ესაა საერთო ჯანმრთელობისა და სწორი საკვები უპირატესობების მარკერი.
ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ცხარე წიწაკას, დიდი ალბათობით, უფრო მეტი რაოდენობით უმ საკვებსაც იღებენ. ცხარე წიწაკა, ხშირად, იმისთვის გამოიყენება, რომ შინ მომზადებულ საკვებს დაუმატონ, სწრაფ კვებაში იგი არ გვხვდება. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ სარგებელი არა უშუალოდ წიწაკიდან, არამედ ცხოვრების საერთო წესიდან გამომდინარეობს, რომელსაც ის ადამიანები ეწევიან, რომლებსაც ეს სანელებელი უყვართ. თუმცა, მაინც, დადასტურდა, რომ ცხარე საკვების მოყვარულები კარგად იქცევიან. ამის შესახებ წერს გამოცემა We are Iowa.