კბილების წმენდა დღეში ორჯერ – მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი წესია, თუ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ. ამერიკელი სტომატოლოგი გვიყვება კბილების ჯანმრთელობის შესახებ იმას, რის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.
გამოიყენეთ კბილის ძაფი
-“ვერ დამალავთ ანთებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს კბილის ძაფის გამოუყენებლობით – თქვენი ღრძილების კიდეები გაწითლდება, და, თუ მე თქვენს კბილებს შევამოწმებ, ღრძილებიდან შეიძლება სისხლდენაც დაგეწყოთ, როცა მათ შევეხები. მარტივად რომ ვთქვათ, კბილები დღეში ძაფით ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოთ.” – ყვება მარკ ს. ვოლფი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კარიოლოგიისა და კომპლექსური დახმარების კათედრის პროფესორი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კოლეჯში.
არ მოიხმაროთ ტკბილი სასმელები რეგულარულად
-“ვგიჟდები, როცა ვხედავ, თუ როგორ ისხამენ მეგობრები მცირეოდენ ყავას, უმატებენ შაქარს, ხოლო შემდეგ, მთელი დილის განმავლობაში, თითო ყლუპს სვამენ ყოველ 10 წუთში. ცოტაოდენი დამტკბარი ყავის დალევა რამდენიმე საათის განმავლობაში უფრო საშიშია, ვიდრე შოკოლადის ტორტის უდიდესი ნაჭრის ერთბაშად ჭამა. როცა დროდადრო წრუპავთ ტკბილ სასმელს, თქვენ ისევ შეგყავთ შაქარი პირში, ქმნით მკვებავ გარემოებას კბილების განადგურებისთვის. მე არ ვამბობ, რომ ფინჯანი ყავით არ უნდა დატკბეთ – უბრალოდ არ დაუმატოთ შაქარი, თუ შეგიძლიათ, ან დალიეთ მაქსიმალურად ჩქარა. შემდეგ გაიწმინდეთ კბილები.” – ამატებს მარკ ს. ვოლფი.
კბილების ჯანმრთელობა რეპროდუქციულ სისტემაზე ახდენს გავლენას
-“ბევრი ჩემი მეგობარი ებრძოდა უნაყოფობას, და მათ ძალიან უკვირდათ, როცა ავუხსენი, რომ პაროდონტიტი ან ღრძილების დაავადება შეიძლება უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი იყოს. ღრძილების დაავადება – ესაა ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელმაც შეიძლება თქვენი სხეულის სხვა ნაწილები დააზიანოს. კვლევების მიხედვით, პერიოდონტიტის მქონე ქალებს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეთ ჩასახვისთვის და, სამწუხაროდ, ისინი, ვინც არ ფეხმძიმდება, ნაადრევი მშობიარობის დიდი რისკის ქვეშ არიან. ჩვენი პარტნიორის ღრძილების მდგომარეობაც მნიშვნელოვანია – პერიოდონტიტის მქონე მამაკაცებში სპერმის ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია.