აშშ-ელმა მეცნიერებმა დაასახელეს კუჭის კიბოს სავარაუდო სიმპტომები.

1505
photo by Mikael Häggström on wikipediia & needpix.com - edited by tamaz tokmadze

კუჭის კიბო ონკოლოგიურ დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა და კიბოთი გარდაცვალების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მსოფლიოში: დაავადების დროს, გადარჩენის მაჩვენებელი მხოლოდ 14 პროცენტია. ამ საგანგაშო სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, უკიდურესაც მნიშვნელოვანია, რომ კუჭის კიბოს სიმპტომები მაქსიმალურად ადრე გამოვლინდეს. – ხაზს უსვამენ გამოცემა Express-ის ექსპერტები.

ტეხასის უნივერსიტეტის MD Anderson-ის ონკოლოგიური ცენტრის სპეციალისტების მონაცემების თანახმად, კუჭის კიბოს სიმპტომები შეიძლება იყოს გულძმარვის მსგავსი მოვლენები, ასევე, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ხანგრძლივი გასტროეზოფაგული რეფლუქსი, წვის შეგრძნება კუჭში.

-“გულძმარვა, კუჭის გაღიზიანება და გაღიზიანებული ნაწლავის სხვა გავრცელებული სიმპტომები გაცილებით უფრო ხშირად მიუთითებს კნტ-ს პრობლემებზე, ვიდრე კუჭის კიბოზე. თუმცა, მაინც კარგი იქნება, თუ ექიმს მიმართავთ და ამ ცვლილებების შესახებ აცნობებთ.” – გვირჩევენ მეცნიერები.

სხვა სიმპტომები, რომლებზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ: კუჭის კიბოს საგანგაშო ნიშნებია სისხლი განავალში, გულისრევა, მადის დაკარგვა ან ძალიან სწრაფი დანაყრება, აუხსნელი გახდომა, მუცლის შებერილობა, დიარეა და ყაბზობა.

-“კუჭის კიბოს კლასიკური ნიშანი შეიძლება იყოს ბლაგვი ტკივილი კუჭის შუაგულში. ეს ტკივილი მუდმივია და თითქოს გღრღნით.” – ამბობენ სპეციალისტები.

მეცნიერებმა შეგვახსენეს, რომ კუჭის კიბო, ჩვეულებრივ, არ იწვევს ადრეულ სიმპტომებს და, უმეტესწილად, არ ისმება მისი დიაგნოზი მანამ, სანამ სხეულის სხვა ნაწილებსაც არ მოედება. ამიტომ, ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება, თუნდაც ისინი აჩვენებდეს, რომ კიბო გამოირიცხა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს