ჩინეთში თითქმის 50-მდე ადამიანი დაავადდა უცნობი პნევმონიით

176

ჩინეთში 44-მდე გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც პნევმონიის უცნობი ფორმით დაავადების გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამის შესახებ პარასკევს, 3 იანვარს, განაცხადეს ჩინეთის ქალაქ უხანის ჯანდაცვის კომიტეტში.

ყველა დაავადებული იზოლირებულ პირობებში მოათავსეს, რათა დაინფიცირების ახალი ტალღა აღიკვეთოს. ამასთან, 11 პაციენტის მდგომარეობას ექიმები რთულად მიიჩნევენ.

პნევმონიის უცნობ ფორმასთან დაკავშირებული სიტუაცია განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს. შესაბამისად, 120-მდე ადამაინი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან, აგრეთვე ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ცნობილია, რომ დაავადებულთა ნაწილი ზღვის უმი პროდუქტების ბაზრის თანამშრომლები არიან.

სპეციალისტებმა ჯერ ვერ იპოვეს დაავადების აღმგზნები და მიზეზი, თუმცა, ეს ნამდვილად არაა ფრინველის ან ჩვეულებრივი გრიპი, ადენოვირუსი ან სხვა ცნობილი რესპირატორული დაავადება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს