არასწორად მოდუღებული ჩაი შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს

529
photo by Haneburger on upload.wikimedia.org

ჩაის მოსადუღებლად პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩაის ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხათ, თუმცა პრაქტიკაში ბევრი ადამიანი უბრალოდ ძალიან ცხელ წყალს იყენებს. სასმელის მომზადების ასეთი მეთოდი ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო იყოს – ამის შესახებ გერმანიის მეჩაიეთა ასოციაცია გვაფრთხილებს.

ხშირად ყავა ჩაისთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ცხელ სასმელს წარმოადგენს. თითქოსდა, ყველამ კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოადუღოს ჩაი. მიუხედავად ამისა, ადამიანები ძალიან ხშირად კრიტიკულ შეცდომას უშვებენ, რამაც საბოლოოდ შეიძლება დაავადების წარმოქმნა გამოიწვიოს.

„ჩაის მოსადუღებლად რეკომენდაცია არსებობს: ჩაის ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით. თუ მდუღარე წყალს არ გამოიყენებთ, სასმელის მოხმარების შემდეგ ადვილად შეიძლება ავად გახდეთ. ჩაი ნატურალური პროდუქტია, რომელშიც შეიძლება შეგვხვდეს ბაქტერიები, საფუარი ან ობი. უარესს შემთხვევაში შეიძლება სალმონელას შეიცავდეს“ – ექსპერტების მოსაზრებებს Focus.de აქვეყნებს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ წყლის დისპენსერი, რომელსაც ოფისებში იყენებენ, 80-85 გრადუსი ტემპერატურის წყალს შეიცავს. ეს კი მიკრობების გასანადგურებლად საკმარისი არაა.

რისკების შეფასების ფედერალური ინსტიტუტის BfR-ის სპეციალისტების დასკვნის თანახმად, მხოლოდ ადეკვატური ტემპერატურის (კარგად ადუღებული) წყლის გამოყენება გაძლევთ გარანტიას, რომ მცენარეულ ნარევში და ნაყენში დარჩენილი პათოგენები ნამდვილად განადგურებულია. სპეციალისტები გირჩევენ, რომ მდუღარე წყლის დასხმის შემდეგ კიდევ 5 წუთით დასაყენებლად გააჩეროთ.

ამასთან, სპეციალისტები გირჩევენ, რომ მოდუღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩაი არ დალიოთ. ასეთ ნაყენში გადარჩენილი ობის ფორები შეიძლება გააქტიურდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს