უამრავი სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, რომლის გარეშეც საახალწლო დასვენება არ არსებობს, ზოგიერთ ადამიანს ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გაძლევენ, თუ როგორ შეინარჩუნოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ჯანმრთელობა.
პირველ რიგში, დიეტოლოგები გირჩევენ, რომ ყოველდღე დაუმუშავებული ბოსტნეული და მწვანილი მიირთვათ. მეორე რჩევა – რაციონს უჯრედისი დაუმატეთ. მას იპოვით ბოსტნეულში, ხილში, დაუმუშავებულ მარცვლეულში, პარკოსან პროდუქტებსა და მთელი მარცვლეულის პურში.
მესამე რეკომენდაცია იმაში მდგომარეობს, რომ საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ – დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი. მეოთხე რჩევა – დღის რეჟიმი დაიცავით. 7-8 საათი ძილი, ასევე ბევრი სიარული აუცილებელია, წერს გამოცემა „არგუმენტები და ფაქტები“.
და ბოლოს, მეხუთე წესი. თუ ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, დიეტების შესახებ დროებით დაივიწყეთ. დიეტოლოგები თვლიან, რომ გახდომის ასეთი მეთოდების შემდეგ ადამიანი ჩვეულ არასწორ კვებას უბრუნდება, რაც არა მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს მოგიტანთ.