თუ 20 წლის ასაკში ქალმა თავი დაიბანა, თმა დაივარცხნა და გალამაზდა, 40+ ასაკში ეს ნამდვილად აღარ იქნება საკმარისი. შუა ხნის ასაკის ქალების თმა მოვლისას დაშვებულ შეცდომებს არ პატიობს. ამიტომ აუცილებელია სწორი მოვლა. ჩვენს მასალაში გაგაცნობთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებსაც შუა ხნის ასაკის ქალები უშვებენ თმის მოვლისას.
შეცდომა 1. არავითარი ბალზამი და ნიღაბი
თმის ბალზამებისა და ნიღბების გამოყენება შუა ხნის ასაკში აუცილებელია. ნიღბები, ბალზამები, კონდიციონერები და თმის მოვლის სხვა მსგავსი საშუალებები თქვენს მუდმივ თანამგზავრებად უნდა იქცეს. თმის ყოველი დაბანის შემდეგ, გამოიყენეთ რომელიმე მათგანი, რადგან ასაკობრივი ცვლილებები გავლენას თმებზეც ახდენს. სასურველია, აირჩიოთ მკვებავი ან დამატენიანებელი საშუალებები. ხოლო გარკვეული ინდივიდუალური თავისებურების, მაგალითად, თმის ცვენის ან ქერტლის შემთხვევაში, სასურველია ტრიქოლოგის კონსულტაციის მიღება, რის შემდეგაც დაგენიშნებათ კოსმეტიკა ან წამალი, თქვენი მოთხოვნილებების მიხედვით.
შეცდომა 2. არავითარი დატენიანება
40 წლის შემდეგ, თმა იწყებს ფერის კარგვას, გახუნებას, მსხვრევადი და გამომშრალი ხდება. ამიტომაა აუცილებელი მისი დატენიანება. როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა საკმარისი რაოდენობით წყლის დალევა და, ამასთან, ისეთი ზეთებისა და ნიღბების გამოყენება, რომლებსაც დაგროვებითი ეფექტი აქვს. ანუ, ცვლილებას გარკვეული დროის შემდეგ შეამჩნევთ.
შეცდომა 3. თმის არასწორი ფერი
ხშირად, შუა ხნის ასაკში, ქალები თმას წითლის ელფერებში იღებავენ. თუმცა, ეს რეალურად ძალიან ცოტას თუ უხდება. მკვეთრი და გაჯერებული ფერები მხოლოდ ხაზს უსვამს ასაკს. ასევე, დაივიწყეთ იისფრისა და მწვანეს გრადაციების შესახებაც. ამ ასაკში იდეალურია თმის შეღებვა ნატურალურ ფერზე 3-4 ტონით ღია ფერში. ეს შესამჩნევად აახალგაზრდავებს შუა ხნის ასაკის ქალს.
შეცდომა 4. ქიმიური დახვევა და ხშირი დავარცხნა
ამ ასაკში, ქალბატონები უფრო ხშირად იკეთებენ ვარცხნილობებს, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იდეალური ხართ. ეს განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება თმაზე. მისი მოვლა მოიცავს სახვევებზე, ფენებზე, უთოებსა და ვარცხნილობის სხვა იმ საშუალებებზე უარის თქმას, რომლებიც თმის გაცხელებით მოქმედებს. უმჯობესია, გამოიყენეთ ცივი ჰაერის ფენი, ისეთი საშუალებები და ბიგუდები, რომლებიც არ მოითხოვს მაღალ ტემპერატურებს თმის სთაილინგისთვის.
შეცდომა 5. შეუფერებელი ვარცხნილობა
ზოგიერთი ქალი თმას მოკლედ იჭრის, სხვები კი ძალიან გრძელ თმას იტოვებენ. ორივე შეცდომაა, რომელიც მნიშვნელოვნად გიმატებთ ასაკს. შუა ხნის ასაკის ქალბატონებისთვის იდეალურია მხრებამდე ლოკონები, ხოლო, თუ ხშირი თმა გაქვთ, შეგიძლიათ მკერდამდეც გაიზარდოთ. შესაფერისი იქნება შუბლზე შეთხელებული მოკლე თმაც, რომელიც საფეთქლებთან გრძელდება.