ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვში ახლომხედველობით დაავადების რისკი 1,5-ჯერ გაიზარდა. ექიმები ყველაფერში თანამედროვე გაჯეტებს ადანაშაულებენ, რომლებმაც ჩვენი პლანეტა თითქმის გაავსეს – ახლა სმარტფონი ან პლანშეტი პრაქტიკულად ყველას აქვს.
თუმცა არსებობს გაჯეტები, რომელიც მეტად ან ნაკლებად საზიანოა მხედველობისთვის. ოფთალმოლოგებმა დაასახელეს მოწყობილობა, რომელიც თვალს უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს. ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდა ტელევიზორი, ამასთან ეკრანის დიაგონალის მიუხედავად. მისი ყურება ახლომხედველობის ნებისმიერი დონის მქონე ბავშვს შეუძლია, მთავარია სათვალე გაიკეთოს.
„რაც შეეხება სმარტფონის და პლანშეტის მოხმარების დროებით შეზღუდვას, მისი გამოყენება უკუჩვენებულია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე ახლომხედველობის დიაგნოზი დაუსვეს“ – აცხადებს ექიმი დიმიტრი ვალცოვი.
გარდა ამისა, ეს მოწყობილობები ჯანსაღმა ბავშვებმაც სწორად უნდა გამოიყენონ. მისი ძალიან ახლოს დაკავება არ ღირს – ნახევრად მოხრილი ხელის მანძილზე. სხვათა შორის, იგივე წიგნსაც ეხება. ეკრანის სიკაშკაშე მაქსიმალურიდან 1/3 დონეზე უნდა იყოს, წერს გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“.