ზუსტად ახლა ტელეფონი როგორ გიჭირავთ? ნახეთ, ეს თქვენს პიროვნებაზე რას გვეუბნება

364

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ ადამიანებს თავისი ტელეფონი როგორ უჭირავთ. როგორც აღმოჩნდა, ეს მათ პიროვნებას პირდაპირ ასახავს.

ტელეფონის დაჭერის 4 მთავარი მეთოდი არსებობს და თითოეული ადამიანის ხასიათს შეესაბამება.

გაარკვიეთ, როგორი ტიპის პიროვნება გაქვთ!

1. ტელეფონი ერთი ხელით გიჭირავთ და ტექსტს ცერა თითით კრეფთ

თუ ტელეფონს ერთი ხელით იჭერთ, ეს თქვენს მრავალ ფუნქციონირებაზე მეტყველებს. თქვენ ორგანიზებული და დისციპლინირებული ხართ. ყოველთვის იცით, თუ რა არის თქვენთვის კარგი და რა ცუდი.

საუბარი უფრო გიყვართ, ვიდრე მოსმენა, მაგრამ სპეციალურად ბუზსაც კი ზიანს არ მიაყენებთ. წმინდა სიყვარულის მოჩვენებითისგან გარჩევა შეგიძლიათ.

როცა საქმე ურთიერთობას ეხება, რისკზე წასვლა გახასიათებთ. მდგომარეობის მიღება არ გსურთ. თავიდან ცოტა გვერდზე დგებით, მაგრამ როგორც კი ადამიანი თქვენს ნდობას დაიმსახურებს, სრულად იხსნებით.

2. ტელეფონი ორივე ხელით გიჭირავთ და ტექსტი ცერა თითით შეგყავთ

ეს აჩვენებს, რომ თქვენ დაცვის იმედი გაქვთ, ყურადღებას და ზრუნვას ელოდებით. გრძნობებს არ გამოხატავთ, ამიტომ პარტნიორმა შეიძლება თქვენი მხრიდან სიყვარულის დეფიციტი იგრძნოს.

ინტუიციური ადამიანი ხართ. თქვენი მოტყუება საკმაოდ რთულია. ყოველთვის ფხიზლობთ და სხვა ადამიანების ფიქრებისა და ემოციების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ.

ამის გამო საკმაოდ კარგი მოსამართლე ხართ. მიუხედავად ამისა, ამ უნარს სუბიექტური და მანიპულაციური მიზნებისთვის კი არა, არამედ მზრუნველობის გამოსახატად იყენებთ.

მზად ხართ სხვა ადამიანის ღრმად შესასწავლად ძალისხმევა გაიღოთ, მაგრამ ზოგჯერ სიჩქარე გაბნევთ და არსებობს ალბათობა აღმოჩნდეთ იმ ადამიანის გვერდით, ვინც თქვენს სიყვარულს არ იმსახურებს.

3. ტელეფონი ორივე ხელით გიჭირავთ, ტექსტის ასაკრეფად ორივე ხელის ცერა თითებს იყენებთ

თქვენ საკმაოდ სუსტი გული გაქვთ, ხშირად განიცდით და შიშობთ. გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც 100%-ით გაგიგებთ. თუ საიმედო ადამიანი მხარს დაგიჭერთ, თქვენ თავდაჯერებული გახდებით.

თქვენ მრავალმხრივი ადამიანი ხართ და სხვადასხვა სიტუაციებში ადაპტირება შეგიძლიათ. წვეულებებზე ენერგიული და მხიარული, ინტელექტუალური დისკუსიისა დროს სერიოზული, ბავშვებთან კი უზრუნველი ხართ.

თუმცა სიყვარული ბიზნესი არაა. ხშირად იკარგებით, როცა საქმე ვინმეს ყურადღების მიქცევას ეხება.

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მეორე ნახევარს პოულობთ, ის ხვდება, თუ რამდენად ღრმა და მრავალმხრივი სული გაქვთ.

4. ტელეფონი ერთი ხელით გიჭირავთ, ტექსტს მეორე ხელის საჩვენებელი თითით კრეფთ

თქვენთვის დამახასიათებელია მშვიდი და გაწონასწორებული ქცევა. მზად ხართ სხვების კეთილდღეობისთვის ყველას მხარი დაუჭიროთ.

თქვენ სიყვარულში მშვიდი ჰავანა გაქვთ. ცრემლებს ვერ იტანთ, განსაკუთრებით ახლობლები ადამიანების ცრემლს. საყვარელ ადამიანებს შეცდომებს რეკორდულად სწრაფად პატიობთ.

თქვენ სპონტანური ადამიანი ხართ. ზოგჯერ ქაოსიდან გაქცევა და ენერგიის შესავსებად განმარტოება გსურთ.

მორცხვი ხართ, როცა საქმე ურთიერთობას ეხება და პირველი ნაბიჯის გადადგა გეშინიათ. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ამის მიღმა ინტერესის არ არსებობა იმალება, მაგრამ ზოგჯერ ისინი უკეთ გიგებენ და კომფორტის ზონიდან გამოსვლაში გეხმარებიან.

თქვენ ხასიათს დაემთხვა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს