თირკმლის კენჭების პროფილაქტიკა საკვები პროდუქტების დახმარებით

1527
photo by Jakupica on common wikimedia

კენჭები თირკმელში ძალიან მტკივნეულია, და მათი სტატისტიკური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 5-7%-ს აწუხებს მსგავსი პრობლემა. გარკვეული პროდუქტების საკვებად მოხმარება დაგეხმარებათ სიმპტომების გამოვლინების შემცირებაში ან კენჭების წარმოქმნისთვის ხელის შეშლაში.

ნიახური და ვაშლი

ნიახურის ღეროების მირთმევა აუმჯობესებს თირკმლების ჯანმრთელობას. ვაშლი ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას, უჯრედისის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, რომელიც შესანიშნავად დევნის საჭმლის მომნელებელი სისტემის ნარჩენებს ორგანიზმიდან.

ტულასი

-“მცენარე “ტულასი”, იგივე “წმინდა რეჰანი”, არანაკლებ ეფექტურია კენჭების პროფილაქტიკისთვის. შეგიძლიათ, მისი ფოთლებისგან დაამზადოთ ჩაი და დალიოთ თაფლთან ერთად, ტკივილის შემცირების მიზნით.”  წერს გამოცემა Natural Health 365.

Сhanca piedra

იმ სამკურნალო მცენარეების სიის სათავეში, რომლებიც თირკმლების დაავადებების დროს გამოიყენება, შეგხვდებათ ტროპიკული მცენარე Сhanca piedra, რომელიც ეფექტურია თირკმლების, ღვიძლისა და შარდის ბუშტის დაავადებების პროფილაქტიკის დროს. მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც “ამტვრევს ქვას” – Сhanca piedra-ს შეუძლია ქვების დაშლა, თუ მას საკმარისი რაოდენობით მიიღებთ (მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).

В ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმი

В ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით, ვიტამინი В6, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის ოქსალატის რაოდენობის შემცირებაში. ამ ვიტამინებს სხვადასხვა პროდუქტიდან მიიღებთ, მათ შორის: თევზი, ხორცი, ნუში, სრული მარცვლეული და ბოსტნეული. თუმცა, ხშირად, დახმარებისთვის მიმართავენ В ვიტამინის კომპლექსურ დანამატს, В6-ისა და მაგნიუმის დამატებით, უკეთ ათვისების მიზნით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს