18 ნიშანი, რომლებიც ღვიძლის დაავადებაზე მეტყველებს

1402
photo by zachvanstone8 on Pixabay

“ღააცდ” (ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება), პირველ რიგში, კალორიების, მარტივი ნახშირწყლების, ნაჯერი ცხიმებისა და დამუშავებული პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებითაა გამოწვეული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სიმსუქნე ერთ-ერთი მთავარი “ძრავია” ამ დაავადებისა, იგი ერთადერთი დამნაშავე არ გახლავთ. ამიტომ, თუ ქვემოთ მოცემულ სიმპტომებს შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წამლებსა და ალკოჰოლს ღვიძლის ტოქსინაციის გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა, ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, მეტაბოლისტური სინდრომი, ნაღვის ბუშტის ამოჭრა (ქოლეცისტექტომია), სისხლის მაღალი წნევა, ქოლესტერინის მომატებული დონე და მეორე ტიპის დიაბეტი, ზრდის ღვიძლის დაავადების გაჩენის ალბათობას.

სიმპტომები, რომლებიც ღვიძლის დაავადებაზე მეტყველებს:

  • მკერდის მარჯვენა არეში ტკივილი ან დისკომფორტი;
  • ცხიმიანი საკვების მონელების სირთულე;
  • მუცლის შებერილობა;
  • კანთან დაკავშირებული პრობლემები (მუქი ლაქები ან გამონაყარი);
  • მუქი წრეები თვალქვეშ;
  • კანის ქავილი;
  • კანის სიმშრალე;
  • წონაში მატება – არა საკვების რაოდენობის გაზრდის გამო;
  • სხეულის ჭარბი წონის მოშორების უუნარობა, მიუხედავად კალორიების შეზღუდვისა;
  • ჭარბი ცხიმიანობა მუცლის არეში;
  • შაქრის, ალკოჰოლის ან ყავის ძლიერი მოთხოვნილება;
  • ენის დაფარვა მოყვითალო ან მოთეთრო საფრით, ან უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან;
  • ხასიათის უეცარი ცვლილებები;
  • დაღლილობა, რომელსაც ძილი ვეღარ ამსუბუქებს;
  • ძლიერი ხვრინვა ან ძილის აპნოე;
  • ალერგია და ავტოიმუნური აშლილობები;
  • საყვითლო – რომლის დროსაც კანი ან თვალის სკლერა ყვითლდება;
  • ჭარბი ოფლიანობა.

მკურნალობა მოიცავს როგორც დიეტას, ისე სპეციალური პრეპარატებისა და დანამატების მიღებასაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს