მზის უკმარისობა ზამთარში: როგორ ავანაზღაუროთ დანაკლისი

0
61
photo by pixnio

ყოველ ზამთარს, ჩვენ ვაწყდებით მზის სხივების მწვავე უკმარისობას, რაც ნეგატიურად ისახება ფსიქიკურ და ფიზიკურ მგომარეობებზე. როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე ასეთი დეფიციტის შედეგები? ამ კითხვაზე გვპასუხობენ რუსი ექიმები, პორტალზე NEWS.ru.

მზის უკმარისობა აუარესებს ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების ათვისებას, რასაც ფარისებრი ჯირკვლის ისეთი დაავადებების გამოწვევა შეუძლია, როგორებიცაა ჰიპოთირეოზი, კისტები და კვანძოვანი ჩიყვი. ამის შესახებ უფრო კონკრეტულად ისაუბრებს ექიმი-თერაპევტი ლუდმილა ლაპა.

მისი აზრით, ზამთარში კარგი იქნება ექიმთან კონსულტაციის გავლა იმისათვის, რომ მან დანიშნოს ჰორმონების დონის მარეგულირებელი ვიტამინთა კომპლექსი. გარდა ამისა, უნდა მოიხმაროთ ზღვის კომბოსტო და ზღვის პროდუქტები, რომლებიც იოდის დეფიციტის აღდგენაში დაგეხმარებათ.

სხვა რუსი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ვლადიმერ ბოლიბოკი აღნიშნავს, რომ შუა ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “მზის” ვიტამინ D3-ის ნორმალური დონის შენარჩუნება.

-“ვიტამინ D3-ის უკმარისობის ასანაზღაურებლად უნდა მიიღოთ პოლივიტამინები, ასევე, საკმარისი რაოდენობით ბოსტნეული, მათ შორის, გაყინული პროდუქტიც, რადგან გაყინვა ვიტამინებს კარგად ინახავს.”

თავის მხრივ, ფსიქოლოგი ოლგა ლატინცევა გვირჩევს, ზამთრის კუშტი ამინდების დროს, სახლში დავალაგოთ მკვეთრი ფერის ნივთები, ჩავიცვათ ფერადი ტანსაცმელი, გამოვიყენოთ მკვეთრი ფერის ჭურჭლები. გარდა ამისა, რაციონში უნდა ჩავრთოთ ციტრუსი – მისი სურნელი მოქმედებს იმ რეცეპტორებზე, რომელთა აქტივობაც აუმჯობესებს განწყობასა და ძილის ხარისხს. ასევე, სასარგებლოა ციტრუსის ზეთების გამოყენება ჰაერის ბუნებრივი გამწმენდის სახით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი