კარდიოლოგიის პროფესორმა დევიდ ნიუბმა გულის შეტევის წინამორბედი სიმპტომები დაასახელა

0
190
photo by Irfansevket2905 on commons wikipedia

რთულად ახსნადი ოფლდენა განსაკუთრებული სიმპტომია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან გულის შეტევას წინ უსწრებს.

ედინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, კარდიოლოგიის პროფესორი დევიდ ნიუბი გულის შეტევის დროული დიაგნოზის მნიშვნელობას შეგახსენებთ, რადგან ამით მკურნალობის ეფექტურობა არის დამოკიდებული. თერაპია წარმატებული რომ იყოს, კატასტროფის შემთხვევაში რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს.

„ადრეული მკურნალობის მთავარ ნაწილს გულის შეტევის წინამორბედი ნიშნების გამოცნობა წარმოადგენს. განსაზღვრული სიმპტომების აღმოჩენა საკმაოდ მარტივია – მაგალითად, ესაა მკერდის ტკივილი ან დისკომფორტი, რომელიც მოულოდნელად ხდება და არ გადადის“ – აღნიშნავს პროფესორი.

დევიდ ნიუბის თქმით, უფრო რთულ სიმპტომს, რომელიც გულის შეტევას წინ უსწრებს, მოულოდნელი ოფლდენა წარმოადგენს. ასეთი სიმპტომის შემჩნევა რთულია, მაგალითად, სპორტული დარბაზის სივრცეში, საუნაში ან თბილ ამინდში.

„ცხელი და წებოვანი ოფლის შეგრძნება, ასევე მკერდის ტკივილი იმის ნიშანია, რომ სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ. მკერდის ტკივილი ხშირად საკმაოდ ძლიერია, თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება კუჭის აშლილობის მსგავსი სიმპტომები განიცადოს“ – აღნიშნავს ნიუბი.

კარდიოლოგიის პროფესორი შეგახსენებთ, რომ გულის შეტევა ხდება მაშინ, როცა კორონარული არტერიის დაბლოკვა ხდება, რაც იმას იწვევს, რომ გულის კუნთებს სისხლი და ჟანგბადი აღარ მიეწოდებათ. დევიდ ნიუბი მსგავსი მდგომარეობისგან თავდასაცავად გირჩევთ, რომ რაციონში გაჯერებული ცხიმების რაოდენობა შეამციროთ. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება ძეხვი და ცხიმიანი ხორცი, შემწვარი საკვები, ტორტი და ორცხობილა, პროდუქტები პალმის ზეთით.

თავის მხრივ, უჯერი ცხიმები, რომლებიც განსაკუთრებულ მონო უჯერ ცხიმებს (ზეითუნის ზეთი, ნუში, უმარილო კეშიუ, ავოკადო) ან ნახევრად უჯერ ცხიმებს (მზესუმზირას ზეთი, ნიგოზი, მზესუმზირას თესლი, ცხიმიანი თევზი) წარმოადგენს, გულის ჯანმრთელობისთვის უფრო მისაღებია. ამის შესახებ Express წერს.

Loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here