3 დაავადება, რომელიც ზამთარში განსაკუთრებით სახიფათოა

219
photo Free-Photos on Pixabay

ჟურნალ Healthy-ში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ზამთარში სამი დაავადება გამომწვევი შედეგების გამო განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს – ესაა ასთმა, ართრიტი და გულის დაავადება.

უცხოელი ექსპერტების მოსაზრებით, ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული დაავადება ზამთარში ასთმაა. ადამიანები, რომელთაც ზამთარში ხიხინი და ქოშინი ეწყებათ, საკმაოდ ფრთხილად უნდა იყვნენ. თბილი შენობიდან ცივ ჰაერზე გასვლით ტემპერატურის სწრაფმა ცვლილებამ შეიძლება ენის დაბუჟება და კისრის გაბრტყელების შეგრძნება, ხოლო ცოტა ხანში ბრონქოსპაზმის წარმოქმნა გამოიწვიოს.

სპეციალისტების თქმით, ყინვაში ასთმატიკები სჯობს სახლში დარჩნენ და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მედიკამენტი მიიღონ.

კიდევ ერთი დაავადება, რომელიც ზამთარში მწვავდება, ართრიტია. დაავადება, რომელიც სახსრების ტკივილს იწვევს. წლის ამ პერიოდში ფიზიკური აქტივობა მცირდება და სურდოს ინფექციების რისკი იზრდება, რაც ანთების გამწვავებას ხელს უწყობს. ყველაფერი ეს ართრიტის ალბათობას ამცირებს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრება ძლიერ ართულებს.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ზამთარში თბილად ჩაცმა, ფიზიკური აქტივობის მხარდაჭერა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან თავდასაცავად ყველა პროფილაქტიკის ზომების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ზამთარში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ადამიანებმა, რომელთაც გულის პრობლემები აქვთ. წლის ამ პერიოდში გულის შეტევის ალბათობა იზრდება. ეს დაკავშირებულია იმასთან,, რომ დაბალი ტემპერატურა სისხლის წნევას ზრდის, შედეგად ამ მნიშვნელოვან ორგანოზე დატვირთვა იზრდება.

როგორ დავიცვათ? ექიმები გირჩევენ, რომ კოფეინის და ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავოთ, ასევე მოწევას თავი დაანებოთ. უპირატესობა თბილ სასმელებს და საკვებს მიანიჭეთ, რომლებიც მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს