მწვანე ჩაი ადამიანის სიცოცხლეს ნამდვილად ახანგრძლივებს

258
photo by Paolo Sapio on pexels

ადამიანები, რომლებიც მწვანე ჩაის რეგულარულად სვამენ, ზოგადად უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც მას უგულებელყოფს. მწვანე ჩაის უნარში, რომ გაახანგრძლივოს ადამიანის სიცოცხლე, ჩინელი მეცნიერები დარწმუნდნენ.

ჩინეთში მეცნიერები რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობაზე მწვანე ჩაის გავლენას სწავლობდნენ, პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. მათი დასკვნები European Journal of Preventive Cardiology-ში გამოაქვეყნეს.

საერთო ჯამში 1998 წელს დაწყებული კვლევითი პროექტის Chine-PAR მონაწილე 100 902 ადამიანი გახდა. საშუალოდ თითოეულ მათგანს 7,3 წელი აკვირდებოდნენ. საბოლოოდ დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც მწვანე ჩაის რეგულარულად მოიხმარდნენ, ინსულტის და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ალბათობა 20%-ით შეუმცირდათ.

როგორც აღმოჩნდა, მწვანე ჩაის მოყვარულები ნამდვილად დიდხანს ცხოვრობენ. მათ სასიკვდილო გულის დაავადებების განვითარების რისკი 22%-ით შეუმცირდათ, ხოლო ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკი 15%-ით უფრო ნაკლებია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც ჩაი არ უყვარს და რეგულარულად არ სვამს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მწვანე ჩაის დადებით გავლენა მის ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს, პოლიფენოლებს უკავშირდება. მათი ზემოქმედებით არტერიული წნევა და ლიპიდების და ლიპოპროტეინების კონცენტრაცია (ცხიმოვანი სუბსტანცია, რომელიც გულის და სისხლძარღვების დაავადებების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს) მცირდება.

მეცნიერები ცალკე აღნიშნავენ, რომ შავი ჩაის წარმოების დროს ღირებული პოლიფენოლები მჟავდება და თავის ანტიოქსიდანტურ თვისებებს კარგავს. ასევე აღნიშნავენ, რომ მაქსიმალური ეფექტისთვის ჩაი მუდმივად უნდა დალიოთ, რადგან ჩაის პოლიფენოლები ორგანიზმში დიდხანს არ ინახება და მათი მარაგი მუდმივად უნდა შეავსოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს