უდაოდ თმის მოვლა პრობლემას წარმოადგენს და ამის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს. ბაზარზე ამ მიზნით სულ უფრო და უფრო მეტი პროდუქტი გამოდის, თუმცა უმეტესობა მათგანი სასურველი ეფექტის მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ.
სწორედ ამიტომ, ყოველთვის სჯობს ნატურალური პროდუქტის გამოყენება, რომელსაც წარმოუდგენელ უპირატესობასთან ერთად გვერდით ეფექტს არ იწვევს.
ზეითუნის ზეთი თმის მკურნალობის ერთ-ერთი ბუნებრივი მეთოდია, რომელიც თმას დიდი სარგებლით უზრუნველყოფს:
- მზის ან ქიმიური ნივთიერებების გამო დაზიანებულ თმის ნაწილს და კანს სწრაფად აღადგენს.
- ბოლოების სიმშრალეს გააქრობს.
- თმის ზრდას ააქტიურებს.
- ქერტლს აქრობს.
- თმას აძლიერებს.
- კოლაგენის წარმოებას სტიმულირებს.
- თმა ხავერდოვანი გახდება.
- თმას ბზინვარებით და სიჯანსაღით უზრუნლველყოფს.
- თავის კანის დაავადებას კურნავს.
თუ გსურთ, რომ თქვენი თმა ლამაზი და სიცოცხლით აღსავსე იყო, ზეითუნის ზეთის გამოყენების სხვადასხვა მეთოდებს შეხედეთ.
- თმის დატენიანება – თბილი ზეთი თმის ძირებიდან ბოლოებამდე წაისვით, შეიფუთეთ და 30 წუთით მოქმედების საშუალება მიეცით.თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ზეითუნის ზეთის ხშირი გამოყენება მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. თუმცა ამით მისი გამოყენება არ იზღუდება, უბრალოდ მხოლოდ თმის ბოლოებში წაისვით და თავის კანთან კონტაქტს მოერიდეთ. შედეგად ცხიმის ჭარბად წარმოებას მოიშორებთ და თმა ბრწყინვალე გახდება!
- გამოიყენეთ, როგორც კონდიციონერი – ზეითუნის ზეთის გამოყენება თმის ჯანმრთელობას ხელს უწყობს. ამ მიზნის მისაღწევად, უბრალოდ ცოტა ზეთი კონდიციონერს დაუმატეთ, რომელსაც იყენებთ.
- აბურდული თმა – ზეთისხილის ტექსტურის წყალობით ზეითუნის ზეთი თმას სრიალას გახდის და მისი დავარცხნა გაგიადვილდებათ. შეგიძლიათ ცოტა ზეთი თმის დასავარცხნ საშუალებას დაუმატოთ, რომელსაც ყოველდღე იყენებთ.
- აღმდგენი ნიღაბი – თუ თავის კანმა გარკვეული დაზიანება მიიღო, სჯობს ზეითუნის ზეთის ნიღაბი გაიკეთოთ. უბრალოდ ცოტა თბილი ზეთი თაფლთან ერთად თმის ძირებში შეიზილეთ და 30 წუთით გაიჩერეთ.
- გაყოფილი ბოლოების რემონტი – ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების წყალობით, როგორიცაა: საღებავი, თმის ლაქი და მაღალი ტემპერატურა, თმის ბოლოები იყოფა. შედეგად თმა მშრალი და უსიცოცხლო ხდება.სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია ზეითუნის ზეთი თმის ბოლოებში წაისვათ. შედეგად თმა სრულად აღდგება და თმის ბოლოები დაიკეტება.
- თმის ცვენა შეფერხდება – ცოტა ზეითუნის ზეთი შამპუნს, ან კონდიციონერს დაუმატეთ. ასე უჯრედების აღდგენას ხელს შეუწყობთ. შედეგად, თმის ფოლიკულები გაძლიერდება და თმის ცვენა შეფერხდება.
- დამჯერი თმა – ზეითუნის ზეთი შეიძლება საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს ქალისთვის, რომელსაც ურჩი თმა აქვს. ამ პრობლემას რომ გაუმკლავდეთ, უბრალოდ რამდენიმე წვეთი ხელისგულზე დაიწვეთეთ და თმებში შეიზილეთ.
ზეითუნის ზეთი თმის სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ამ გემრიელი ზეთის უპირატესობა ამით არ სრულდება. შეგიძლიათ კანის დაავადებების სამკურნალოდ, ან ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ.