როცა გარეთ ზამთარია და ახალ ბოსტნეულს ვერსად ვშოულობთ, ძალიან გვინდება უმი, წვნიანი პომიდვრით ტკბობა. ხოლო ზაფხულში რატომღაც ყველაფერს პომიდვრის მწნილს ვატანთ. სწორედ ასეთ მომენტებში შეგიძლიათ ნაკლებადმარილიან ბოსტნეულს მიმართოთ.
ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვისაა რეცეპტი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ: პომიდორი სომხურად. რჩევა: პიმიდორი კარგად რომ გაიჟღინთოს მარინადით, აიღეთ საშუალო ზომის ნაყოფი, მწვანილი კი გემოვნებით გამოიყენეთ.
ინგრედიენტები
- 6-8 პომიდორი
- 1 ლ წყალი
- 55 გ მარილი
- 3 კბილი ნიორი
- ოხრახუში, კამა და ქინძი გემოვნებით
- წითელი წიწაკა გემოვნებით
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. გარეცხეთ და გააშრეთ პომიდვრები, ჩაჭერით ოთხად, ოღონდ ბოლომდე არ გაჭრათ.
2. გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით მწვანილი, შეურიეთ დაჭყლეტილ ნიორს. გაავსეთ პომიდვრები ამ მასით.
3. აადუღეთ მარინადი: გაავსეთ ქვაბი წყლით, დაუმატეთ მარილი, ცხარე წიწაკა, მოხარშეთ რამდენიმე წუთით და გააგრილეთ.
4. მოათავსეთ პომიდვრები ღრმა ჭურჭელში და დაასხით ცივი მარინადი, დაადეთ სიმძიმე და გააჩერეთ თბილ ადგილას სამი დღით.
სანამ პომიდორს სუფრაზე გაიტანდეთ, რეკომენდებულია მათი გაგრილება.