ექიმებმა საზღვარგარეთიდან თირკმლის დაავადების 3 ნაადრევი სიმპტომი დაასახელეს

387
photo by mohamed Hassan on Pixabay

თირკმლის დაავადების შესახებ ორგანიზმის ერთ-ერთი სიგნალს კანის ქავილი და სიმშრალე წარმოადგენს. ამის შესახებ საზღვარგარეთის ექიმები ამბობენ და განმარტავენ, თუ რომელი სიმპტომებით შეიძლება პრობლემის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, წერს The Times Hub.

ექიმების თქმით, თირკმლის დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ განვითარდეს, რაც უკვე ქრონიკული მდგომარეობის დაგვიანებულ დიაგნოსტიკას იწვევს. საბოლოოდ, სიტუაცია შეიძლება იმდენად სერიოზული აღმოჩნდეს, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდეს. სწორედ ამიტომ, თირკმლის პრობლემის საფრთხის გაცნობიერება და ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

საზღვარგარეთის სპეციალისტები 3 სიმპტომს ასახელებენ, რომელიც თირკმლის დისფუნქციის განვითარებაზე საუბრობს.

დიასტოლური წნევის ცვლილებები. ნორმიდან სერიოზული გადახრა თირკმლის სისხლძარღვების მუშაობის გაუარესებაზე საუბრობს. დიასტოლური წნევის გადაჭარბებული მატება თირკმლის ჰიპერტონიის განვითარებაზე მიუთითებს.

კანის მდგომარეობის გაუარესება. კანის ქავილი და სიმშრალე ხშირად იმაზე მიუთითებს, რომ თირკმლები სათანადოდ აღარ ფუნქციონირებენ. ეს სიმპტომები ორგანიზმში ჭარბი ფოსფორის ან ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების მოწამვლის გამო ვლინდება. ეს ფაქტორები დერმატოლოგიური პრობლემის გარდა, ნაწლავების და ღვიძლის პათოლოგიურ დარღვევებს იწვევენ.

ანემიის ნიშნები. სხეულის კანკალი და მუდმივი ჟრჟოლა, დაღლილობა, ქოშინი, უძილობა, სისუსტე – ეს ნიშნები ანემიის დროს ვლინდება, თუმცა შეიძლება თირკმლების დისფუნქციაზეც საუბრობდეს. ანემიის წარმოქმნამ შეიძლება თირკმლის დაავადების განვითარებაზე მინიშნება მოგცეთ, რადგან თირკმლის პრობლემების გამო ერითროპოეტინის ჰორმონის (ძვლის ტვინში ერითროციტების წარმოების მასტიმულირებელი) წარმოება ნელდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს