ბაშკირები მას ყვითელ თეთრყვავილას უწოდებენ. მისი მსხვილი ყვავილები ცხელ ოქროსფრად ანათებენ შავი ღეროებიდან, თოვლის დადნობის შემდეგ.
ექიმები მას გულის ბალახს უწოდებენ – ძირითადად, იყენებენ გულის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ: სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის შედარებით მსუბუქი ფორმების, გულის ნევროზის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, გულის ცხოველქმედების შემასუსტებელი ინფექციური დაავადებების დროს.
გულის სამკურნალოდ უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა თითქმის ყველა მათგანი ასე გვირჩევს: ნაყენისთვის ავიღოთ არაუმეტეს 5-6 გ 200 მლ მდუღარეზე, და მივიღოთ 1, იშვიათად, 2 ს.კ. სითხე დღეში სამჯერ.
თუმცა, ადონისს ორიგინალური, პრაქტიკულად, უცნობი შესაძლებლობები აქვს. მაგალითად, მცენარე ეფექტურია ნარკომანებში კოკაინით გამოწვეული კრუნჩხვების დროს.
ნაყენის ან ნახარშის მიღება ამ დროს აღკვეთს ფატალურ შედეგებს. ეს პრეპარატები, აგრეთვე, ხელს უშლის კამფორულ და პიკროტოქსინით გამოწვეულ კრუნჩხვებს.
კრუნჩხვები შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით და, როგორც ამბობენ, ერთი მარტივი რეცეპტი არავის შეუშლის ხელს.
ყურადღება! ამ ბალახისა და მასზე დამზადებული პრეპარატების გამოყენებისას, აუცილებელია დოზის მკაცრი დაცვა, რადგან ადონისი შხამიან ნივთიერებებსაც შეიცავს! ესაა ძლიერმოქმედი მცენარე, რომელიც არტერიულ წნევას ზრდის. მოხმარებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
კრუნჩხვები
აიღეთ 1 ს.კ. ნახევრად ხმელი ადონისის ბალახი, დაასხით 1.5 ჭიქა მაგარი მდუღარე, დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 2 საათით ბნელ ადგილას. გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ. ნაყენი ყოველდღე უნდა მოამზადოთ, რადგან იგი სწრაფად კარგავს ძალას და მჟავდება.
ხუთვა (ძლიერი ხველის დროს)
1 ჩ.კ. ბალახს დაასხით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.
მიოზიტი
აიღეთ 7 გ მშრალი ბალახი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით და დალიეთ თითო ს.კ. დღეში სამჯერ, კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს.
თირკმლების დაავადებების, შეშუპების დროს
სამკურნალო ნაკრები
ინგრედიენტები:
- 4 გ გაზაფხულის ხმელი ადონისი;
- 5 გ დათვისკენკრის ფოთლები;
- 2 გ შვიტა;
- 3 გ არყის კვირტები;
- 300 მლ წყალი
მომზადება და გამოყენება
- დაასხით მდუღარე წყალი ყველა კომპონენტს და დადგით 20 წუთით ორთქლის აბაზანაზე.
- მიიღეთ 1 ს.კ., დღეში 5-6-ჯერ.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, გულის უკმარისობის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიისა და არითმიის დროს
ნახარში
ინგრედიენტები (ყველა მცენარე თანაბარი რაოდენობით უნდა აიღოთ)
- გაზაფხულის ხმელი ადონისი;
- მელისა;
- შავბალახა;
- შვიტა;
- მარიამსხალა;
- თხაწართსალა;
- ქრისტესისხლა;
- წითელი სამყურა;
- კალენდულას ყვავილები;
- არყის კვირტები;
- ფითრის მორჩები;
- 500 მლ წყალი
მომზადება და გამოყენება
- აიღეთ მთელი 12 გ მცენარეულო ნარევი (დაახლ. 2 ს.კ.), დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 3 საათით.
- გადაწურეთ და დაყავით 4 ულუფად.
- მიიღეთ დღეში ორჯერ.
სახსრებისა და კუნთების ტკივილის, კრუნჩხვების დროს
ადონისის ნაყენი
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. გაზაფხულის ხმელი ადონისი;
- 200 მლ წყალი.
მომზადება და გამოყენება
- დაასხით ადონისს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთით.
- მიიღეთ გრილი ნაყენი დღეში სამჯერ, თითო ჩ.კ. ოდენობით.
ღვიძლის დაავადებების დროს
სამკურნალო ნაკრები
ინგრედიენტები (1 ჩ.კ. მცენარეები)
- გაზაფხულის ხმელი ადონისი;
- ფარსმანდუკი;
- შვიტა;
- 500 მლ წყალი.
მომზადება და გამოყენება
- დაასხით ბალახების ნარევს მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით და გადაწურეთ.
- მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამამდე, 0.5 ჭიქით.
ანემიისა და იმუნიტეტის სისუსტის დროს
ჩაი
ინგრედიენტები:
- 0.5 ჩ.კ. გაზაფხულის ხმელი ადონისი;
- 200 მლ წყალი.
მომზადება და გამოყენება
- დაასხით ბალახს მდუღარე წყალი, დააყენეთ თავდახურული 20 წუთით.
- დალიეთ 1/3 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში ერთხელ, საღამოობით, 10 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები
როგორც ხედავთ, დოზა ყველგან მცირეა, რადგან წამალი ძალიან ძლიერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება მაშინვე გაქრება. ბალახეულით მკურნალობა, ზოგადად, დროსა და რეგულარულობას მოითხოვს.
ადონისის უკუჩვენებაა მაღალი წნევა, ჰიპერტონია.
ადონისის პრეპარატები იწვევს მუცლის მოშლას, ამიტომ დაუშვებელია მისი მოხმარება ფეხმძიმობის დროს.
ადონისით მკურნალობისას უნდა გახსოვდეთ, რომ აკრძალულია მისი მოხმარება სისხლის მომატებული შედედებადობის დროს.
ადონისის გამოყენება არ შეიძლება გულის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადისა და ბრადიკარდიის დროსაც, როცა პულსი წუთში 60 დარტყმაზე უფრო მცირეა.