დიდი ხანია მინდა მკითხველებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება ისეთი ვერაგი დაავადების განკურნებასთან დაკავშირებით, როგორიც სტენოკარდია, იგივე გულის ანგინაა.
ვფიქრობ, ჩემი რჩევა ამ დაავადებით დატანჯულებს გამოადგებათ და სამუდამოდ დაამარცხებინებთ მას. სტენოკარდიის მკურნალობის მეთოდის შესახებ გავიგე 1998 წელს, როცა წავიკითხე ბორის ბოლოტოვის წიგნი “უკვდავების მჯერა”, და დაუყოვნებლივ შევუდექი ორგანიზმის მკურნალობას.
წიგნში საუბარი იყო ჩვეულებრივი ერიზიმის შესახებ, რომელსაც ავტორი ბურახის სახით იყენებდა.
1 ჭიქა ხმელ ბალახს ასხამენ 3 ლ გაგრილებულ გადადუღებულ წყალს ბოცაში, უმატებენ 1 ჭიქა შაქარსა და 1 ჩ.კ. არაჟანს. უნდა დაადუღოთ არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში, თბილ ადგილზე.
ბურახი უნდა მიიღოთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის პირველ დღეებში შესაძლებელია გულძმარვა, თუმცა მალე ყველაფერი გაივლის. ყოველ ჯერზე, გამოყენების შემდეგ, არ დაგავიწყდეთ ბოცაში ამდენივე წყლისა და 1 ჩ.კ. შაქრის დამატებაც. დედაჩემსა და მე მკურნალობის პირველ კურსზე ორი თვე დაგვჭირდა. ახლა, პროფილაქტიკისთვის, წელიწადში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში ვსვამთ ამ ბურახს.
მისი წყალობით, მე სრულიად დამირეგულირდა გულის რიტმი, გაქრა ქოშინი, სიმძიმე და ტკივილი მკერდის არეში, ვარ მუდმივად მხნედ. დედაჩემს დაურეგულირდა არტერიული წნევა და აღუდგა გულის რიტმი.
სიხარულით შემიძლია განვაცხადო, რომ დაავადების გამოვლინების საფრთხე ახლა აღარ გვემუქრება, რადგან ჩვენი დამხმარეა გულის ერთი შეხედვით უბრალო, თუმცა ძალიან მძლავრი მცველი – ერიზიმი.
ალა ამიროვა, ადიგეა.
ეს ძალიან საინტერესო და ძვირფასი წერილია. საქმე ისაა, რომ ერიზიმს რამდენიმე სახეობა აქვს: ნაცრისფერი, ალტაური, სწორი – და ისინი მხოლოდ ზედაპირულადაა შესწავლილი.
შედარებით ცოტა ხნის წინ, ერიზიმში აღმოაჩინეს ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ერიმინი და ერიზიმოზიდი – გულის მძლავრი გლიკოზიდები. სწორედ ისინი დაეხმარნენ ჩვენი ისტორიის გმირს. სხვათა შორის, ნაცრისფერი ერიზიმის ბალახი შედის პრეპარატ კარდიოვალენის შემადგენლობაშიც.