ექიმებმა 5 ადგილი დაასახელეს, სადაც ყველაზე მეტი მიკრობი იმალება

0
841
Photo by mohamed mahmoud from Pexels

საზოგადოებრივი ტუალეტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხელის საშრობი, სენსორული ეკრანი და რამდენიმე სხვა ადგილი, სადაც ყველაზე მეტი მიკრობი იმალება. ამის შესახებ Focus.de წერს.

ექიმები გირჩევენ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ, როცა შემდეგი ადგილების ზედაპირს ეხებით.

ტუალეტები. როცა სიტუაცია ისეთია, რომ საზოგადოებრივი ტუალეტის გამოყენება გარდაუვალია, როგორც წესი ადამიანები მთელი ძალისხმევით ცდილობენ, რომ უნიტაზის საჯდომს არ შეეხონ. სინამდვილეში, ამ ადგილას ხელის სავლები, საშრობი და სხვა ნივთები პათოგენური მიკრობებით უფრო მეტად დაბინძურებულია, ვიდრე უნიტაზის საჯდომი.

ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ როცა შარდვის დროს ბოლომდე არ ჯდებიან, საშარდე გზების ინფექციების რისკი იზრდება, რადგან მათი შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნოტინჰემის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლები რესპირატორული ინფექციების მიმართ 6-ჯერ უფრო მეტად მგრძნობიარე არიან, ვიდრე ისინი, ვინც მანქანით, ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილდებიან. ამასთან, ექიმები თვლიან, რომ ავტობუსის და მატარებლის სახელურები ადამიანებისთვის სახიფათო არაა, მაშინაც კი, თუ შიშველი ხელით შეეხებით, იმ პირობით, თუ ხელებს რეგულარულად დაიბანთ და ბინძური ხელებით სახეს არ შეეხებით.

სავარჯიშო დარბაზი. ოფლიანი სხეული და ფიტნესის აღჭურვილობა – ბაქტერიების გასამრავლებლად იდეალური სივრცეა. ჰანტელების და კარდიო სავარჯიშოების გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათზე მდებარეობს მიკროორგანიზმები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი სისტემის ან შარდის ბუშტის დარღვევებს იწვევენ.

სასტუმრო. სასტუმროს ნომერში გარკვეულ ჰიგიენურ სტანდარტებს ველოდებით, რადგან რამდენადაც ცნობილია, მათ რეგულარულად ალაგებენ. სამწუხაროდ, სასტუმროს ხალიჩა, ნიჟარა და ლეიბი ბაქტერიების გასამრავლებლად იდეალური ადგილია. თავის მხრივ, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკრობები შეიძლება ბუდობდეს სასტუმროში ტელეფონებსა და სატელეფონო წიგნის გვერდებზე.

სენსორული ეკრანები. სმარტფონები ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და მასთან შეხებას მიჩვეული ვართ. ამასთან, ჩვენ საზოგადოებრივ ადგილებში დაბინძურებულ ეკრანებსაც ვეხებით. მაგალითად, როცა ბანკომატთან „ვურთიერთობთ“. მალბურგის სამედიცინო უნიივერსიტეტში მიკრობიოლოგიის პროფესორის, რეინირ მუტერსის თქმით, ასეთ დისფლეიზე ობის, გრიპის და დიარეის ვირუსების ნარევი გროვდება.

ვირუსები და ბაქტერიები შეიძლება თქვენს სახლშიც იმალებოდნენ. ბაქტერიული ხაფანგები არა მხოლოდ საზოგადოებრივ ადგილებში, არამედ თქვენს საცხოვრებელშიც შეიძლება შეგხვდეთ. განსაკუთრებით ბევრი პათოგენი გროვდება სახელურზე, სინათლის ჩამრთველსა და მართვის პულტზე.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი