ვაგრძელებთ ავსტრიელი მკურნალის, მარია ტრებენის რეცეპტების გამოქვეყნებას იმის შესახებ, თუ როგორ მოვიშოროთ მრავალი დაავადება, მათ შორის, გამწვავებულიც, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ხალხური საშუალებების დახმარებით.
თირკმლების დაავადებები
ამ შემთხვევაში, იღებენ ბალახების ჩაის, რომელსაც გვირჩევს შვეიცარელი ნატუროპათი კლუნცე, თირკმლების დანაოჭების დროს:
თანაბარი რაოდენობით აიღეთ ოქროწკეპლა, ენდრონიკა, ყვითელი ან თეთრი ჭინჭრის-დედა. 1 ფინჯან (250მლ) წყალზე იღებენ 1 ჩ.კ. ნარევს, აყენებენ 2-3 წუთით (უმ ბალახს – 1 წუთამდე).
ასეთი ჩაი უნდა დალიოთ დღეში ოთხჯერ, თითო ყლუპით. ყოველ ფინჯანში, სასურველია, 1 ჩ.კ. შვედური მწარე ბალზამის დამატება.
ასევე, უნდა მიიღოთ მჯდომარე აბაზანებიც. 100 გ შვიტა ჩაალბეთ მთელი ღამით 1-2 ლ ცივ წყალში, მეორე დღეს აადუღეთ და დაუმატეთ აბაზანის წყალს.
აბაზანის ხანგრძლივობა 20 წუთი უნდა იყოს. არ შეიმშრალოთ, შემოიხვიეთ ხავერდოვანი ხალათი და 1 საათით ჩათბით საწოლში. აბაზანის წყალმა თირკმლები უნდა დაფაროს.
აბაზანის შემდეგ, მაქსიმალურად დიდი რაოდენობით წყალი შეურიეთ გამოყენებულ ბალახს, დააყენეთ მთელი ღამით, გადაწურეთ და ჩაიტარეთ 2-3 აბაზანა.
გაიკეთეთ დღისით თირკმლებზე შვედური მწარე ბალზამის კომპრესები. ხოლო ღამით, ორი მუჭა ბალახი უნდა ჩაყაროთ საცერში, მოათავსოთ მდუღარე წყლის თავზე და, როცა ბალახი გათბება და დარბილდება, გაახვიეთ სელის ქსოვილში, დაიდეთ მტკივან ადგილას და ზემოდან კარგად დაითბეთ.
ბალახი, რომელიც ყველაფერ მავნეს შლის და დევნის
ხა;ხში ამ მცენარის სამკურნალო თვისებებს ძველი დროიდან იცნობენ, პირველ რიგში კი, მის სისხლის აღმდგენ ეფექტსა და ეფექტურობას თირკმლებისა შარდის ბუშტის დაავადებების მკურნალობის დროს. დიდება მას ცნობილმა ნატუროპათმა, პასტორმა კნაიპმა დაუბრუნა.
იგი განმარტავს:
“ერთადერთი უცვლელი და ფასდაუდებელი მცენარე, რომელიც გვეხმარება სისხლდენისა და სისხლიანი ღებინები, თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების, კენჭებისა და ქვიშის, ქრონიკული დაავადებების, ჩირქიანი ჭრილობებისა და კიბოს მსგავსი სიმსივნეებისა და ოსტეომიელიტის დროსაც კი, – ესაა შვიტა.
იგი ფასდაუდებელ თვისებებს ფლობს: რეცხავს, ხსნის, წვავს ყველაფერ მავნეს. ხანდახან, თბილ, ნოტიო ბალახს ახვევენ ქსოვილში და მტკივან ადგილებზე იდებენ”
შვეიცარელი პასტორი ლუნცე ამბობს, რომ ყველა ადამიანი, დაწყებული გარკვეული ასაკიდან, უნდა სვამდეს 1 ფინჯან შვიტას ჩაის ყოველდღიურად.
ჩაი: 1 ჩ.კ. (ბორცვით) ნედლეულს დაასხით 250 მლ მდუღარე და დააყენეთ 2 წუთით. ყველა რევმატული, პოდაგრული და სახსრების ტკივილი ქრება, ყველა ჯანმრთელი იქნება სიცოცხლის ბოლომდე.
იგი ყვება, თუ როგორ მოიშორა 86 წლის მოხუცმა კენჭები, რომლებიც საშინლად აწუხებდა, შვიტის ორთქლის აბაზანების გამოყენებით.
გარდა ამისა, იგი ამბობს: “ეს ბალახი კურნავს უძლიერეს სისხლდენასა და სისხლიან ღებინებას, თუ დალევთ მის ჩაის. დაგეხმარებათ თითქმის დაუყოვნებლივ.”
შარდის ბუშტის გაციებისა და სპაზმური ტკივილების წინააღმდეგ არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე ცხელწყალდასხმული შვიტაა, რომლის ორთქლითაც, ხავერდოვან ხალათში შეხვეულმა, 10 წუთით უნდა გაითბოთ შარდის ბუშტი. თუ ამას რამდენჯერმე გააკეთებთ, უსიამოვნება გაივლის.
მოხუცები, რომლებსაც მოულოდნელად უწყდებათ შარდგამოყოფა და ტკივილით კედლებზე დადიან, რამდენადაც შარდს საერთოდ ვერ გამოყოფენ ან წვეთებად გამოყოფენ, ტკივილებისგან გათავისუფლდებიან ამ პროცედურების გამოყენებით, კათეტერიზაციის გამოყენების გარეშე.
თირკმლებში არსებული ქვიშის, თირკმელ-, ნაღველ- და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, გაიკეთეთ შვიტის ცხელი მჯდომარე აბაზანები, ამასთან, ყლუპებად დალიეთ შვიტას თბილი ჩაი, შეიკავეთ შარდი, რათა შემდეგ ნაკადით შეძლოთ მოშარდვა. თუ ასე მოიქცევით, ხშირ შემთხვევაში, კენჭები გამოიდევნება.
ზემოხსენებულთან დაკავშირებით, მე ვიღებდი წერილებს, რომლებიც ამ ყველაფერს ადასტურებს: ვინც რჩევები გამოიყენა, კენჭები მოიშორა, ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს და აღარაფერს უჩივის.
იმ შემთხვევებში, როცა სხვა საშუალებები, ხშირად, უძლური იყო, შვიტა მოქმედებდა, მაგალითად როცა პერიკარდში ან პლევრაში წყალი გროვდებოდა…
ეს, ზოგადად, დიდებული საშუალებაა თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის სამკურნალოდ.
ცნობილი გერმანელი ექიმი ბონი, რომელიც დოქტორ კნაიპის მეთოდის მიხედვით მუშაობდა, ძალიან აფასებს ამ მცენარეს: “ერთი მხრივ, შვიტა – სისხლდენის შემაჩერებელი, ხოლო მეორე მხრივ – თირკმლების სამკურნალო საშუალებაა.
შვიტის ჩაის მიღების შემდეგ, მუქი ფერის შარდი მარტივად და დიდი რაოდენობით გამოიყოფა. წყალმანკის დროს, ესაა სწრაფმოქმედი დამხმარე საშუალება.”
თუ სხვა შარდმდენები უკვე აღარ მოქმედებს, მიიღეთ 5-6 ფინჯანი შვიტის ჩაი 4-5 დღის განმავლობაში, თუმცა ყლუპებად.