როგორ მოვიშოროთ ციროზი და ღვიძლის სხვა დაავადებები კომბოსტოს გამოყენებით: ბებიისეული რეცეპტები

0
1593
photo by pelambung on Pixabay

მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად – ექიმების მიერ შერჩეული მეთოდებით, დიეტითა და ხალხური საშუალებებითაც. ღვიძლის დაავადებების დროს ძალიან სასარგებლოა კომბოსტოს მწნილის მოხმარებაც.

“ჯანმრთელობის კოქტეილი” ღვიძლის დაავადებების წინააღმდეგ

1/2 კომბოსტოს მწნილის წვენს შეურიეთ ამდენივე უმი პომიდვრის წვენი. მიირთვით ეს კოქტეილი დიდი ხნის მანძილზე, დღეში 3-4-ჯერ.

ღვიძლის ციროზის მკურნალობა

ღვიძლის ციროზის დროს კარგად გვეხმარება თეთრთავა კომბოსტოს მწნილი, მომზადებული ჩვეულებრივი გზით, ოღონდ უმარილოდ.

მისი მარინადი უნდა დალიოთ 1 ჭიქა დღეში ორჯერ, ჭარხლის წვენთან მონაცვლეობით.

ღვიძლის მკურნალობა კომბოსტოს მარინადით

გთავაზობთ ერთ წერილს, რომელშიც საუბარია, თუ როგორ განიკურნა ადამიანმა მტკივანი ღვიძლი:

-“როცა ტუბ-დისპანსერში მოვხვდი, იმდნი ანტიბიოტიკი გამოიმწერეს, რომ 1 თვეში ღვიძლი მყისიერად ამტკივდა.

ღამით ტკივილი ძლიერდებოდა. პალატის მეზობლებმა მირჩიეს რაღაც წამლები, თუმცა მე გამოუსწორებელი მებალახე ვარ და არავისთვის მომისმენია.

ხოლო როცა სახლში მივედი, საქმე უარესობისკენ წავიდა: ტუჩების სიმწარე, გემოს დაკარგვა. აქ თითქოს ვიღაცამ მიკარნახა: “აიღე კომბოსტოს მწნილის ქილა და დალიე მარინადი.” ასეც მოვიქეცი. ტკივილი მაშინვე გამიქრა. არ მახსოვს, ერთბაშად რამდენი დავლიე. ალბათ, 300 გ-მდე. 

არ გასულა 3 საათი, რომ ტკივილი განახლდა. არა, ვფიქრობ, არ დავნებდები, და კიდევ დავლიე მარინადი. ტკივილი 1 დღით მომშორდა, ხოლო ღამით, როგორც კი გავიღვიძე, ისევ მივედი მწნილთან და 1 ფინჯანი მარინადი “გადავკარი”. შემდეგ დავლიე სადილამდე და ვახშმამდეც. ასე – დღეში სამჯერ, თითო ფინჯანი.

საერთო ჯამში, სადღაც 2 ან მეტი ლ მარინადი დავლიე. შემდეგ იგი მეზობლებსაც ვთხოვე. დედამთილმა 8 ლ-მდე წვენი მომცა და იგი 2 დღეში დავლიე.

დიდება უფალს და მადლობა მეზობლებს, რომ მარინადი მომცეს. გამოვჯანმრთელდი. მოგვიანებით გავიგე, რომ მარინადი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ხოლო იგი, როგორც ცნობილია, დაავადებული ღვიძლისთვის აუცილებელია. ახლა ყოველთვის, როცა ვგრძნობ, რომ ღვიძლს პრობლემები აქვს, კომბოსტოს მწნილს მივმართავ დასახმარებლად.”

ღვიძლის დაავადებები მრავალფეროვანია. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით (მაგ. ვირუსული ჰეპატიტი) ან ნაღველსადინარი გზების ფუნქციის დარღვევით (ნაღველკენჭოვანი დაავადებით).

გახსოვდეთ, რომ საშიში არამხოლოდ ეს დაავადებები, არამედ ის გართულებებიცაა, რომლებსაც ისინი იწვევს: ღვიძლის ციროზი, სისხლდენა, ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ქოლეცისტიტი და ნაღვლის ბუშტის დანაოჭება მუცლის ღრუს მწვავე ანთებასთან ერთად, მექანიკური საყვითლო ნაღვლის დინების დარღვევის დროს, ნაღვლის ბუშტის გათიშვა, პანკრეატიტი.

თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს დაავადება, მისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია ექიმის ზუსტი დიაგნოზი. ჩვეულებრივი სიმპტომი ღვიძლის ფუნქციის დარღვევისა არის კანის ფერის ცვლილებები: საყვითლო (უმეტესწილად), გამუქება ან გაფერმკრთალება.

გარდა ამისა, შესაძლებელია ტკივილი და სიმძიმე მარჯვენა ნეკნქვეშ, გულისრევა, გულძმარვა. ყველა ეს ნიშანი სერიოზული საბაბია იმისათვის, რომ სპეციალისტს მიმართოთ ზუსტი მიზეზებისა და მკურნალობის მეთოდების განსაზღვრისთვის.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი