“1971 წელს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი დამიდგინდა. ეს სერიოზული დაავადებაა, ამიტომ ძალიან გამიმართლა, რომ 79 წლამდე მოვაღწიე.
ბედს მადლობას ვწირავ, რომ კარგი თერაპევტის ხელში მოვხვდი. მან დამინიშნა ფარმანდუკით მკურნალობა, რამაც მართლა გადამარჩინა.
დაავადების სამკურნალო საშუალება მარტივი აღმოჩნდა:
2-3 ს.კ. ფარსმანდუკის ყვავილებს ვასხამდი 0.5 ლ მდუღარე წყალს, მჭიდროდ თავდახურულს ვტოვებდი 30 წუთით და შემდეგ ვწურავდი, ვუმატებდი ემალის ჭურჭლის სრულ მოცულობამდე მდუღარე წყალს და ვსვამდი 0.5 ჭიქას ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1 თვე გრძელდებოდა, შემდეგ 10-15 დღე ვისვენებდი.
დაავადების გამწვავების შემთხვევაში, 1 კვირაზე მეტხანს არ ვისვენებდი.
აღვნიშნავ, რომ წყლულოვანი კოლიტის ფარსმანდუკით მკურნალობისას თავი რაღაცით უნდა შეიზღუდოთ.
ნუ შეგეშინდებათ, განსაკუთრებული არაფერი: კვებისას დაიცავით დიეტა, მოერიდეთ ცხარესა და მარილიანს (ზოგიერთს არ უხდება რძე და რძიანი კერძებიც, მე ამაზე პრობლემა არ მქონია). ასევე, არ დაჯდეთ ველოსიპედზე – წყლულოვანი კოლიტის დროს ეს აქტივობა არ შეიძლება.
სულ ესაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით.
1 წლის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი. მოგვიანებით მხოლოდ ფარსმანდუკის ნახარშის დალევაზე გადავედი, დიდი ხნით არ ვაყენებდი და ამას წელიწადში არაუმეტეს რვაჯერ ვაკეთებდი.
ფარსმანდუკის ყვავილებს ყვავილობის დროს ვაგროვებდი. საბედნიეროდ, იგი დიდხანს ყვავის.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ თავს კიდევ ერთი გამოცდა დამატყდებოდა – 2003 წლის დეკემბერს ხელზე ვირთხამ მიკბინა. შედეგად, დავინფიცირდი.
დამჭირდა ქირურგიული ჩარევა და აუცილებელი იყო აცრა, ხოლო ჩემი არასპეციფიკური კოლიტის დროს აცრა აკრძალულია.
მაინც გავრისკეთ. აცრამ ჩემი ტკივილები გააღვიძა. რა მექნა?! გადავწყვიტე, ისევ ფარსმანდუკით მემკურნალა და არც შევმცდარვარ!
დავუბრუნდი ნაყენს. მხსნელ სასმელს მთელი წლის განმავლობაში ვსვამდი – ვისვენებდი არაუმეტეს 1 კვირით. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. აი, ასეთი წამალია ფარსმანდუკი. და აი, რას ნიშნავს კარგი ექიმი!
სხვათა შორის, ალკოჰოლს არ მოვიხმარდი და არც მათ ვურჩევ, ვინც მკურნალობს.”
ა. ლეიბე, გაზეთი “Вестник ЗОЖ”, 2005 წ.
ფარსმანდუკის სარგებელი და ზიანი
ფარსმანდუკი არამხოლოდ უმოკლეს ვადაში აჩერებს სისხლს, არამედ სწრაფადაც ახორცებს ჭრილობებს.
“ქალური ბალახი” – ასე უწოდებენ მცენარეს უკრაინასა და პოლონეთში. ფარსმანდუკის უნარი, გაზარდოს სისხლის შედედება, ასწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა მკურნალების მიერ, საშვილოსნოს სისხლდენის შესაჩერებლად, განსაკუთრებით, კლიმაქტერიკულ პერიოდში და უნებური აბორტის შემდეგ.
ფარსმანდუკს სხვა გამოყენებაც აქვს. მას ნიშნავენ ღვიძლის დაავადებების, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, დიზენტერიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, შარდის ბუშტის, საკვერცხეების ანთების, ლიმფატიკური ჯირკვლების ტუბერკულოზის, გულის დაავადებების, ბრონქული ასთმის, ნერვული დაავადებების, ისტერიისა და ჰიპერტონიის დროს.
ფარსმანდუკის პრეპარატებს აქვთ სისხლის გამწმენდი, ანტიალერგიული მოქმედება, ზრდის თრომბოციტების რაოდენობას ეფექტურია სისხლის მოზღვავების დროს ტვინისა და მკერდისკენ.
ბალახის ნახარშსა და ნაყენს იღებენ თავისა და კუჭის ტკივილების დროს (კუჭის ტკივილი 15-25 წუთის შემდეგ ქრება).
უკუჩვენებები
მართალია ითვლება, რომ ფარსმანდუკი არ წარმოქმნის თრომბებს, მაინც არასასურველია მისი გამოყენება სისხლის მომატებული შედედებადობის დროს. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ თრომბებს სტენოკარდიის დროს.
არასასურველია ფარსმანდუკის მიღება ჰიპოტონიის დროს.
მაშინაც კი, თუ ავადმყოფს ნორმალური წნევა აქვს, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების ან დოზის გადამეტების დროს, ჩნდება თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ჩნდება კანის გამონაყარი.
ფარსმანდუკის მიღება არ შეიძლება ფეხმძიმობის დროს.