გასაოცარი წვენი: კურნავს პოდაგრას, ამცირებს შაქრის დონეს და გვიხსნის სახსრების ტკივილისგან

0
689
photo by Thanks for your Like • donations welcome on Pixabay

1 ჭიქა ნიახურის წვენი ამცირებს ჰიპერტენზიას, შაქრის დონეს, ართრიტსა და პოდაგრის ტკივილებს.

დროა, ვისაუბროთ არასათანადოდ შეფასებულ ბოსტნეულზე – ნიახურზე.

მას ხრაშუნა ღეროები აქვს და, ჩვეულებრივ, სალათების ან წვნიანების მოსამზადებლად გამოიყენება. ნიახურს მარილიანი გემო აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიახურის წვენი შესანიშნავი ნარევია უფრო ტკბილ ხილის წვენებთან. მაშ ასე, ნება მიბოძეთ, გესაუბროთ ნიახურისა და მისი დაუჯერებელი ძალის შესახებ.

საკვები უპირატესობები

ნიახურის ფოთლები მდიდარია A ვიტამინით, ხოლო მისი ღეროები B1, B2, B6 და C ვიტამინების, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, ფოლიუმის მჟავის, ფოსფორის, რკინის, ნატრიუმისა და შეუცვლელი ამინომჟავების შესანიშნავი წყაროა. ნიახურის წვენი გვამარაგებს დიდი რაოდენობით უჯრედისით, რომელიც ნაწლავების პერისტალტიკას უწყობს ხელს.

ნიახური შეიცავს ნატურალურ, ორგანულ ნატრიუმს (მარილს), რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. ნიახურის ნატრიუმი სრულიად უსაფრთხოა მათთვისაც კი, ვინც მეტისმეტად მგრძნობიარეა მარილებისადმი. ეს მარილი არ ჰგავს სუფრისას, რომელიც შეიძლება ძალიან მავნე იყოს მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის.

ჯანმრთელობისთვის სარგებელი

ნიახური ყოველთვის დაკავშირებული იყო არტერიული წნევის შემცირებასთან. სხვა წვენებთან ერთად, ნიახურს შეუძლია უამრავი სხვა სარგებლის მოტანა და სხვადასხვა მდგომარეობის განკურნება.

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ნიახური ეფექტურად ებრძვის კიბოსაც კი.

ნიახურის ზოგიერთი უპირატესობა

მჟავიანობა: ეს სუპერ-ჯანსაღი წვენი შეიცავს მნიშვნელოვან მინერალებს, რომლებიც არეგულირებს სისხლის pH დონეს, რაც, თავის მხრივ, ანეიტრალებს მჟავიანობას.

სპორტსმენები: თავისი მდიდარი მინერალური შემცველობის წყალობით, ნიახური ცვლის დაკარგულ ელექტროლიტებს და ანაყრებს ორგანიზმს სითხით, ამიტომ ეს წვენი შესანიშნავი სასმელი იქნება ვარჯიშის შემდეგ.

სისხლის წნევა: ნიახური შეიცავს ორგანულ ნატრიუმს, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას. ამ წვენის რეგულარული მოხმარება ამცირებს სისხლის წნევას. წვენი შეიცავს ფტალიდებს – ნაერთებს, რომლებიც ცნობილია თავიანთი უნარით, მოადუნონ კუნთები არტერიის გარშემო, გააფართოვონ სისხლძარღვები და სისხლს ნორმალურად დინების საშუალება მისცენ. საუკეთესო შედეგების მისაღებად, ეს წვენი 1 კვირის განმავლობაში უნდა დალიოთ, 3 კვირით შეისვენოთ და შემდეგ ისევ გაიმეოროთ.

კიბო: ნიახური კიბოს საწინააღმდეგო ნაერთთა არანაკლებ 8 ოჯახს შეიცავს, მათ შორის, აცეტილენის ნაერთებსაც, რომლებიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას. იგი სავსეა ფენოლური მჟავებით, რომლებიც აფერხებს პროსტაგლანიდების მოქმედებას, რომლებიც კიბოს უჯრედების ზრდაში მონაწილეობენ. კუმარინები ცნობილია უნარით, ხელი შეუშალოს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას დაზიანებულ უჯრედებში.

ქოლესტერინი: მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ამ წვენს შეუძლია საერთო და LDL (ცუდი) ქოლესტერინის დონის შემცირება.

კუჭისა და ნაწლავის კიბო: ფიტოქიმიური კუმარინები, რომლებიც ნიახურშია აღმოჩენილი, ეფექტურად უშლის ხელს კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენასა და განვითარებას.

ყაბზობა: ნიახური უზრუნველყოფს ორგანიზმს ბუნებრივი საფაღარათე ეფექტით და ამსუბუქებს ყაბზობას. გარდა ამისა, იგი ადუნებს ნერვებს, რომლებიც საფაღარათე საშუალებებითაა გადატვირთული.

გაგრილება: ზაფხულის ცხელ დღეს მიირთვით ნიახურის ჭიქა წვენი დღეში 2-3-ჯერ, საკვების მიღებებს შორის. ეს მნიშვნელოვნად არეგულირებს თქვენი სხეულის ტემპერატურას.

შარდმდენი საშუალება: როგორც უკვე ვთქვით, ნიახურის წვენი კალიუმისა და ნატრიუმის შესანიშნავი წყაროა. ეს წვენი ასტიმულირებს შარდის გამოუშავებას და არეგულირებს ორგანიზმის მდენ გარემოს, ამიტომ იგი სითხის ჭარბი შეკავების პრობლემასაც გაუმკლავდება.

ანთება: ნიახური სავსეა პოლიაცეტილენით, რომელიც ამსუბუქებს ყველა ანთებას, მათ შორის პოდაგრას, ასთმას, ბრონქიტს, რევმატოიდულ ართრიტსა და ოსტეოართრიტს.

თირკმლების ფუნქცია: ნიახური ეფექტურად აშორებს ტოქსინებს ორგანიზმიდან, აუმჯობესებს თირკმლების ფუნქციას. მეტიც, მას აქვს თირმკმლებში კენჭების წარმოქმნის აღკვეთის უნარი.

ნერვული სისტემა: ნიახურის წვენი შეიცავს ორგანულ ტუტოვან მინერალებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ ნერვულ სისტემაზე. ამიტომ, რეკომენდებულია მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.

წონაში კლება: რეკომენდებულია ნიახურის წვენის ყოველდღიური მიღება. ეს დაგეხმარებათ საკვებისა და ტკბილეულისადმი მიდრეკილების ჩახშობაში.

კენჭების დაშლა: ნიახურის წვენს შარდმდენი თვისებები აქვს, ამიტომ იგი ძალიან სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის კენჭების დაშლისა და მოშორებისთვის.

მოხმარებასთან დაკავშირებული რჩევები

თუ შესაძლებელია, ყოველთვის აირჩიეთ მწვანე ნიახური. ღეროები უნდა იყოს მჭიდრო და არა დანაოჭებული. შეინახეთ ნიახური პოლიეთილენის პაკეტში ან დახურულ კონტეინერში, მაცივარში. არ გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე დიდი ხნით, თორემ იგი სწრაფად დაჭკნება.

შენიშნვა:

ნიახური წარმოქმნის საკუთარ “პესტიცის”, სოკოებისგან თავის დასაცავად. ეს დამცავი ფენა ცნობილია, როგორც პსორალენი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნიახურს იცავს, ბევრი ადამიანი მას მარტივად ვერ უმკლავდება.

თუ ნიახურის მოხმარების შემდეგ კანთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდათ, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პსორალენის მიმართ ხართ მგრძნობიარე. სისხლის დაბალი წნევის მქონე ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ნიახური ამცირებს სისხლის წნევას.

მაშ ასე, თუ დაბალი წნევა გაქვთ, მოერიდეთ ბოსტნეულს. თუმცა, ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, ამიტომ ნიახურის მოხმარებისას უსმინეთ საკუთარ სხეულს.

ჟურნალი “Health beauty and long life”, 2012 წ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი