მებალახის რეცეპტი: მცენარეული ზეთი ხერხემლისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის

721
photo by silviarita on Pixabayy

მე მებალახე ვარ. “ჯანსაღი ცხოვრების წესს” დიდი ხანია ვიცნობ. ადამიანური ტკივილები გაჩუმების უფლებას არ მაძლევს. მითუმეტეს, რომ ჩემს არსენალში შესანიშნავი საშუალებაა – გამოხდილი ზეთი, რომელიც კურნავს ხერხემალს, კომპრესების სახით.

რეცეპტი 1

მომზადება: აიღეთ 5-5 გ კულმუხო, კალენდულას ყვავილები, ოროვანდის ფესვი, მელისა, კრაზანა, ღვიის კენკრა, მრავალძარღვა, პირშუშხას ფესვი, ქრისტესისხლას ბალახი, ევკალიპტის ფოთლები.

ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპში 2-3-ჯერ. სიმინდის ზეთი (150გ) წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე, ემალის ჭურჭელში.

შუშის სუფთა, მშრალი ქილა გაახურეთ გაზზე, გაავსეთ ბალახის ნაკრებით, დაასხით ცხელი ზეთი, დაახურეთ თავსახური, გაახვიეთ მუქ ქსოვილში და დადგოთ 40 დღით თბილ ადგილას. ამის შემდეგ, გადაწურეთ მჭიდრო კაპრონის ქსოვილში, ბოთლში.

ჩაამატეთ 5 გ ყვავილოვანი პერგი (ფუტკრის საკვები) და პროპოლისი, 2 მენთოლის ფხვნილი (თუ მენთოლი არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ 20 გ ველური პიტნით), დაახურეთ ჰერმეტულად და დადგით თბილ ადგილას კიდევ 20 დღით.

ზეთის გამოყენება შეგიძლიათ გარეგანად ჰაიმორიტის, ბუასილის, ნაწიბურების, ჩიყვის, პროსტატიტისა და ადენომის დროს.

რეცეპტი 2

კიდევ ერთი რეცეპტი: 100 გ გალიპოტის(ფისი, რომელიც სდის წიწვოვანი ჯიშების მერქანს ჭრილობიდან; შეიცავს სკიპიდარს, კანიფოლსა და წყალს; იყენებენ ლაქების დასამზადებლად.) სკიპიდარში ჩაყარეთ 10 გ გალიპოტის კანიფოლი (შეგიძლიათ, 20 გ ფიჭვის გალიპოტით ჩაანაცვლოთ). დაახურეთ ჰერმეტულად და დადგით თბილ ადგილას, ერთგვაროვან მასად დადნობამდე.

მიღებული ზეთი შეურიეთ სკიპიდარს 1:1 ან 1:1.5 პროპორციით. მტკივანი ადგილი დაიზილეთ ან დაიდეთ ჩალბობილი მარლა, ზემოდან დაახურეთ ცელოფნის პარკი, პერგამენტის ქაღალდი, 12-24 საათით. სამკურნალო მოქმედება 10-30 წუთში დაიწყება.

გაიმეორეთ 2-3 დღეში, თუ ტკივილი არ გაქრება.

იკურნება ართრიტი, ართროზი, პოლიართრიტი, რევმატიზმი, ოსტეოქონდროზი, იშიასი, რადიკულიტი, ამსუბუქებს კანის დაავადებების მდგომარეობას.

საშუალება ინახება ჰერმეტულად, ბნელ ადგილას, 1 წელზე მეტხანს.

ართროზით დაავადებულებმა ჭიქა წყალში გაზავებული 3 ჩ.კ. ძმარი უნდა დალიონ, დღეში სამჯერ, მიირთვან ზღვის მუქი წყალმცენარეები, დაიცვან ვეგეტარიანული დიეტა.

მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით კანიანი ლიმონის მოხმარებაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!

ნიკალაი სუზდალოვი, გაზეთი “Вестник ЗОЖ”, 1998 წ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს