ამ ნიღაბმა რეალურად უამრავი დალალი იხსნა. მისი საშუალებით, თმა გიჟივით იზრდება. აღდგება თმა ალოპეციის კერებშიც კი. ამ ნიღაბს უამრავი ვარიაცია აქვს.
გთავაზობთ მარტივ რეცეპტს ხშირი გამოყენებისთვის:
ინგრედიენტები
- 1 ს.კ. აფთიაქის წიწაკის ნაყენი
- 1 ს.კ. გამთბარი აბუსალათინის ზეთი
- 1 ს.კ. თმის ნებისმიერი ბალზამი
ფრთხილად! მთავარია, წიწაკის ნაყენი თვალებში არ მოგხვდეთ.
ნიღაბი წაისვით ხელთათმანითა და ბამბის ტამპონით, მხოლოდ ღეროებზე, არ შეიზილოთ. იგი იწვევს სისხლის ძლიერ მოზღვავებას თავის კანისკენ, კვებავს თმის ძირებს.
ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში ორჯერ გაიკეთოთ, უფრო სწრაფი ეფექტის მისაღებად. თმისცვენის პროფილაქტიკისთვის – კვირაში ერთხელ. თუ არ გწვავთ, ესე იგი, ნაყენი ან ვადაგასულია, ან იგი მხოლოდ წყალთან უნდა გააზავოთ, 1:1 პროპორციით. ნაკლები წვისთვის 1:5 პროპორციითაც აზავებენ, თუმცა დასაწყისისთვის უმჯობესია გაუზავებელი ნაყენის გამოყენება.
თუ ძალიან მშრალი თავის კანი გაქვთ, მაშინ, მხოლოდ ნაყენი და ზეთი, ხოლო თუ ნორმალური ან ცხიმიანი – წყალთან გაზავებული ნიღაბი გამოიყენეთ. რეკომენდებულია მამაკაცებისთვის, გამელოტებული ადგილების გათმიანებისთვის, თმისცვენის შეჩერებისთვის. ნიღბის ეფექტი მართლაც ძალიან ძლიერია. მნიშვნელოვანია, რომ შედეგის მიღებისთვის ნიღაბი 2-3 თვის განმავლობაში რეგულარულად გაიკეთოთ.