ნახარში, რომელიც სისხლძარღვების გაძლიერებაში დაგეხმარებათ

295
photo by piqsels

სამკურნალო ბალახების კომბინაციის ნახარში დაგეხმარებათ სისხლძარღვების გაძლიერებაში, რაც განსაკუთრებით აქტუალურია დიაბეტითა და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით დაავადებულთათვის, ასევე მათთვისაც, ვისაც სტრესისა და გადაღლილობისგან თავის ტკივილები აწუხებთ.

სამკურნალო ბალახების ნახარში – უნიკალური რეცეპტი:

თანაბარი პროპორციებით შეურიეთ შავბალახა, კრაზანა, კატაბალახას ფესვები და მელისას ფოთლები. 2 ს.კ. ბალახეულ მასას დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ სამკურნალო ნახარში დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 100 მლ ოდენობით. მკურნალობის კურსი ერთკვირიანია.

შავბალახა მოგიხსნით სისხლძარღვების სპაზმს, ასევე, დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას, დაარეგულირებს გულის რიტმს, შეამცირებს არტერიულ წნევასა და სისხლში ქოლესტერინის დონეს.

კრაზანა აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს, არეგულირებს ძილს, ზრდის შრომისუნარიანობას, კრაზანისა და მელისას კომბინაცია ეხმარება ნერვულ სისტემას რთული დავალებების გადაჭრაში.

კატაბალახა გამოიყენება ნერვული სისტემია აგზნების, ძილთან დაკავშირებული პრობლემების, სისხლძარღვების სპაზმების, მომატებული წნევის, თავის ტკივილებისა და სტრესით გამოწვეული ნერვული სისტემის ფუნქციის საერთო აშლილობის დროს.

მელისას მკვეთრი დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, გარდა ამისა, იგი შესანიშნავი სპაზმოლიტიკია, გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა მუშაობისა და ძილის დარეგულირებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს