ხახვი ყოფაცხოვრებაში ნაკლებად პოპულარული ბოსტნეულია. კულინარიაში კი, მაგრამ ცხოვრების სხვა სფეროებში მას დიდად არ წყალობენ. ამაოდ. ხახვის გამოყენება შეიძლება ყოფაცხოვრებასა და კოსმეტოლოგიაშიც კი.
1. იხსნის მიმწვარ ბრინჯს
მოათავსეთ ფაფის კონტეინრში 1/2 ხახვი და გააჩერეთ ორი საათით. ბოსტნეული მიმწვრის სუნს მთლიანად შეიწოვს.
2. აპრიალებს სუფრის ვერცხლს
წვრილად დაჭერით ხახვი და დაუმატეთ წყლით სავსე ჯამს. ასეთი ხსნარი გააპრიალებს ჩანგლებსა და დანებს, მოაშორებს ჭუჭყსა და ლაქებს.
3. მოგიხსნით თავბრუსხვევას
აიღეთ ხახვის ნაჭერი და დაიდეთ ცხვირის ქვეშ. დაწექით 5-10 წუთით. თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
4. გვეხმარება უძილობის დროს
დიახ, ხახვი და არა ვარდები. ამ ბოსტნეულს, მართალია, საეჭვო სუნი აქვს, თუმცა უძილობისას ყველა საშუალება კარგია. გაჭერით ნახევარი თავი ხახვი და შეისუნთქეთ მისი გაზები – მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხახვი დამშვიდებასა და მშვიდად ჩაძინებაში გვეხმარება.
5. “აახლებს” ინტიმურ კავშირს
მიირთვით ხახვი, თუ ლიბიდოს მომატება გსურთ. ეს თანაბრად ეხება ქალსაც და მამაკაცსაც. სხვადასხვა რელიგიაში, მონაზვნები ერიდებიან ამ პროდუქტის მიღებას, რადგან იგი ტესტოსტერონის დონეს ზრდის და თესლის გამომუშავებას უწყობს ხელს.
6. დაგეხმარებათ ხიჭვის ამოღებაში
მტკივნეული ხიჭვის კანის დაუზიანებლად ამოღებისთვის, დაადეთ მას ხახვის ნაჭერი და შეიხვიეთ ბინტით. ცოტა ხანში, ხიჭვი თავისით ამოვა.
7. გარეცხავს ძალიან ბინძურ ჭურჭელს
მიმწვარი საკვების კვალს ისევ ხახვი მოაშორებს. დახეხეთ ჭურჭელი ხახვის წვენით და გააჩერეთ ცოტა ხნით. შემდეგ გარეცხეთ.
8. ამცირებს ქოლესტერინის დონეს
ეს ექპერიმენტი კორეელმა მეცნიერებმა ზაზუნებზე ჩაატარეს. ცხოველებს სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე ჰქონდათ. ზაზუნებს 8 კვირის განმავლობაში კვებავდნენ საკვებით, რომელსაც ხახვს უმატებდნენ. შედეგად, ქოლესტერინი 20%-ით დაეცა.
9. დაარეგულირებს საჭმლის მონელებას
ხახვი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას, ოლიგოფრუქტოზას, რომელიც დიარეის დროს გვეხმარება. იგი, ასევე, ამცირებს წყლულისა და გასტრიტის განვითარების რისკს.
10. გვეხმარება კრიტიკულ დღეებში
დაასხით 1 ლ მდუღარე 1 ს.კ. ხახვის ქერქს, დადგით ცეცხლზე, აადუღეთ და მოუკელით ცეცხლს. დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 20 წუთით. დალიეთ ასეთი ჩაი თაფლთან ერთად, პმს-ს დროს უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილები რომ მოიშოროთ.
11. ებრძვის კიბოს
2004 წელს, ამერიკულმა ჟურნალმა, კვების შესახებ, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ კვერცეტინი, რომელსაც ხახვი შეიცავს, კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებითაა დაჯილდოებული. იგი ხელს უშლის და ანელებს კიბოს ახალი უჯრედების ზრდას.
12. გვაცილებს მწერებს
თუ სუნის ატანას შეძლებთ, იცოდეთ, რომ საკმარისია, კანზე ხახვის წვენი წაისვათ, რომ მუმლი და კოღოები თავს დაგანებებენ.
13. ამსუბუქებს ყელის ტკივილს
ხახვის ქერქის თაფლიანი ჩაი ამცირებს ყელის ტკივილს და ხსნის სიწითლეს.
14. ახშობს საღებავის სუნს
დაჭერით ხახვი რგოლებად, დაალაგეთ თეფშზე და დადგით საღებავის ან ლაქის სუნით გაჟღენთილ ოთახში. დღის ბოლოს სუნი გაქრება.
15. აშორებს დანას ჟანგს
ხახვის ნახევრით დანის პირს ჟანგს მოაცილებთ.
16. აძლიერებს და აბზინებს თმას
ხახვზე დამზადებული ნებისმიერი ნიღაბი ხელს უწყობს თმების გაბზინებას, აჩქარებს მათ ზრდას. ეს მარტივი, თუმცა ეფექტური რეცეპტია.
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. რევანდის ზეთი
- 1 საშუალო თავი ხახვის წვენი
- 10 წვეთი როზმარინის ზეთი
- 10 წვეთი დარიჩინის ზეთი
მომზადება და გამოყენება
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და უნემსო შპრიცის გამოყენებით დაისხით თმის ძირებში. შეიხვიეთ თავი საკვები ცელოფნითა და პირსახოცით 1-1.5 საათით. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ორჯერ. მას შემდეგ, რაც თავს დაიბანთ, გაივლეთ თმა წყლისა და ვაშლის ძმრის ან ლიმონის წვენის ხსნარით.
17. შეღებავს სააღდგომო კვერცხს
ხახვის ქერქები მოხარშეთ და შემდეგ ამ ხსნარში კვერცხიც მოხარშეთ. მას ლამაზი მოწითალო-მოყავისფრო ფერი ექნება.
18. კურნავს მეჭეჭებს
შეურიეთ 1 აბი დაფქული ასპირინი, ცოტაოდენი წყალი და წვრილად დაჭრილი ხახვი. ამ ხსნარში ჩალბობილი ტამპონები დაიდეთ მეჭეჭებზე და გაიჩერეთ მთელი ღამით.