როდის ამზადებენ და როგორ იყენებენ სამკურნალო მიზნებით ბერძნული კაკლის ფოთლებს?
წელს პასუხს სცემს ექიმი, ფიტოთერაპევტი:
კაკლის სამედიცინო ფოთლებს აგროვებენ მაისსა და ივნისის დასაწყისში. ნედლი ფოთლები შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ტანინებს, მფრინავ ზეთს, ორგანულ მჟავებს, ფიტონციდებსა და სხვ.
კაკლის ფოთლები მედიცინაში გამოიყენება ექსუდატიური დიათეზის, ეკზემის, კვინკეს შეშუპების, პოლინოზისა და ფსორიაზის დროს.
კაკლის ფოთლების ნახარშის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 50 გ კაკლის ფოთლები
- 50 გეკლიანი კუნელის ყვავილები და ფოთლები
- 40 გ ორკბილას ბალახი
- 30 გ მცოცავი პირეის ფესვი
- 20 გ ვარდკაჭკაჭას ფესვი
- 2 ლ წყალი.
მომზადება და გამოყენება:
- დაქუცმაცებულ მასას დაასხით წყალი.
- ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით.
- დააყენეთ 4 საათით.
- მიიღეთ 30-50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- მკურნალობის კურსი 2-12 თვეს მოიცავს, ყოველთვიურად კი 5-7 დღით უნდა შეისვენოთ.
- ასევე, შეგიძლიათ დაზიანებულ ადგილებზე გაიკეთოთ კოპრესები, კვირაში 2-3-ჯერ, 2 თვის მანძილზე.
კაკლის ფოთლების ნახარში შაქრიანი დიაბეტის დროს
ინგრედიენტები
- 50 გ კაკლის ფოთლები
- 50 გ ვარდკაჭკაჭას ფესვი
- 40 გ მცოცავი პირეის ფესი
- 30 გ სამკურნალო მელისას ბალახი
- 20 გ ყავისფერი ასკილის ნაყოფი
- 2 ლ წყალი
მომზადება და გამოყენება
- მოამზადეთ ნახარში წინა ინსტრუქციის მიხედვით.
- მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 30-40 მლ, 2-3 წლის განმავლობაში.
- შეისვენეთ ყოველ კვარტალში, 7-10 დღით.
- მკურნალობის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა.
ნაყენი ზედა სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ანთების დროს
ინგრედიენტები
- 50 გ კაკლის ფოთლები
- 50 გ გართხმული ზიგლინგლიას ბალახი
- 40 გ ვირისტერფა
- 30 გ თავშავას ბალახი
- 20 გ სამკურნალო ტუხტის ფესვი
- 2 ლ მდუღარე წყალი
მომზადება და გამოყენება
- დაქუცმაცებულ მასას დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 საათით.
- მიიღეთ ნაყენი 40-50 მლ ოდენობით, დღეში 3-4-ჯერ.
- ასევე, გამოივლეთ ნაყენით ყელი და პირის ღრუ, დღეში რამდენჯერმე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს