კისტის ზრდის შეჩერებაში დაგეხმარებათ ოროვანდის წვენი და ფესვი

640

ულტრა ბგერითი გამოკვლევის დროს კუჭქვეშა ჯირკვალში აღმომიჩინეს 5,2 სმ კისტა. რატომ ჩნდება ის და როგორ ვუმკურნალოთ ბალახებით?

კითხვას პასუხობს ექიმი, ფიტოთერაპევტი:

კისტას წარმოადგენს ჩაღრმავებული წარმონაქმნი, რომელიც ღია ფერის სითხითაა სავსე. ქალებში იგი 3-5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კაცებში. ამ წარმონაქმნებს ყოფენ მარტივ, ტრავმატულ, ნეოპლასტიკურ და პარაზიტარულ კისტებად.

წარმონაქმნი ხანგრძლივად არ გვაწუხებს. ჩვეულებრივ, მას პოულობენ მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევის ან კომპიუტერული ტომოგრამის დროს.

კისტის ზომაში გაზრდის შემთხვევაში, შეიძლება გაჩნდეს გულისრევა, მჩხვლეტავი ტკივილი, რომელიც სწრაფი სიარულის, აქტიური მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვების დროს ძლიერდება.

კუჭქვეშა ჯირკვლის ან ღვიძლის კისტის არსებობისას, მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა: უნდა გამოირიცხოს შემწვარი, შებოლილი, არაორგანული (არაბუნებრივი) საკვები, ტკბილეული (თაფლის გარდა).

ასევე, მნიშვნელოვანია ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნაც, მაგალითად, თუ კისტის ზომა 5 სმ-ს აღემატება, პაციენტებს ოპერაციულ ჩარევას სთავაზობენ ხოლმე. კისტის სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტოზური თერაპია არ არსებობს.

ფიტოთერაპია გვთავაზობს თავის მცენარეულ პრეპარატებს, რომლებსაც კისტის ზრდის პროცესის შეჩერება შეუძლია. მაგალითად, ოროვანდის ფესვი ან წვენი. ახლა სწორედ მათი მომზადების დროა.

ოროვანდის ფესვი უნდა გარეცხოთ და გააშროთ. აიღეთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 0.5 ლ წყალი, საღამოდ დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთით. ღამით დააყენეთ, დილით გადაწურეთ. მიიღეთ ნაყენი სამ ულუფად, დღის განმავლობაში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მიიღეთ ყოველდღე, 1 თვის მანძილზე.

ახალგაზრდა ოროვანდის ფოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ უმად ან შეურიოთ გაზავებულ სპირტს (2:1), შეინახეთ მაცივარში, მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ს.კ. 0.5 ჭიქა წყალთან ერთად, ჭამამდე 20 წუთით ადრე. წელიწადში 3-4 ასეთი ერთთვიანი კურსი უნდა გაიაროთ.

მკურნალობისას, ასევე, შეგიძლიათ ქრისტესისხლას ნახარშის ან წვენის გამოყენება. 2-3-თვიანი კურსი ერთი წლის განმავლობაში.

შეგიძლიათ მოამზადოთ ბალახების ნაკრებიც: აიღეთ ოროვანდის ფესვი, ნეგოს ყვავილები, მატიტელასა და კრაზანას ბალახი (4-4 წილი), აბზინდას ბალახი, ბერძნული კაკლის ფოთლები (თითო წილი). კარგად მოურიეთ, აიღეთ 1 ს.კ. მცენარეული ნაკრები და დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე. ღამით დააყენეთ, დილით გადაწურეთ. დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ასე ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში.

მკურნალობა ხანგრძლივი უნდა იყოს და აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს უბგ-სა და ექიმის მიერ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს