ეს რეცეპტი გვეხმარება მხედველობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში, თვალების ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: კატარაქტა, გლაუკომა, ცრემლდენა, შორმხედველობა, ახლომხედველობა. ამისთვის უნდა მოამზადოთ გულყვითელას ყვავილებისა და კოთხოჯის ფესვის ნაყენი.ეს ბალახები იშვიათი არაა, მათ აფთიაქში შეიძენთ.
აიღეთ 1 მუჭა ხმელი ყვითელგულა (მდიდარია კაროტინოიდებით, რომლებიც აღადგენს თვალის ფუნქციას) და ამდენივე კოთხოჯის ფესვი (ხსნის ანთებას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას). დაასხით ნედლეულს 0.5 ლ არაყი, დააყენეთ ბნელ ადგილას 2 კვირით, პერიოდულად შეანჯღრიეთ. დაყენების შემდეგ, წამლის გადაწურვა აუცილებელი არაა.
მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსს 4 ბოთლი ნაყენი დასჭირდება. შეგიძლიათ, ერთბაშად ოთხივე მოამზადოთ. 1 ბოთლი 2 თვეს გეყოფათ. ბოთლის გაცარიელების შემდეგ, შეისვენეთ ზუსტად 1 თვით და ასე გააგრძელეთ, სანამ ოთხივე ბოთლს არ ჩაცლით.
უმჯობესია, ბალახები ლიტრიან ქილაში დააყენოთ და შემდეგ უფრო მოსახერხებელ ჭურჭელში გადაღვაროთ.
ნაყენი მთელი წლის მანძილზე უნდა მიიღოთ. ამ დროისთვის, ჩვეულებრივ, მხედველობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ამასთან, ეს საშუალება არაჩვეულებრივად წმენდს სისხლძარღვებს.
რეცეპტთან ფრთხილად უნდა იყვნენ დაბალი წნევის მატარებლები, რადგან ნაყენის ორივე კომპონენტი იწვევს არტერიული წნევის უმნიშვნელოდ შემცირებას.