როგორ დავამარცხე ათეროსკლეროზი: ეფექტური, ნაცადი მეთოდი

992
photo by Irfansevket2905 on wikipedia

პირველ რიგში, მე ყოველდღე ვჭამდი (ახლაც ვჭამ) 1 ჩ.კ. თაფლს. ხანდახან, ორ ნაწილად ვყოფ და კანფეტივით ვჭამ. გარდა ამისა, 1 ჩ.კ. თაფლსა და ვაშლის ძმარს ვურევ 1 ჭიქა თბილ, გადადუღებულ წყალში და ვსვამ იმდენჯერ, რამდენჯერაც რამეს შევჭამ – დღეში ოთხჯერ. ასევე, დღემდე მივირთმევ ზღვის თევზს.

1 ჭიქა ხახვის წვენს ვურევდი 1 ჭიქა თაფლთან. მასას ვინახავდი მაცივრის ყველაზე ბოლო თაროზე, შუშის ქილაში. წამალს ვიღებდი დღეში სამჯერ, თითო ს.კ. ჭამამდე 1 საათით ადრე.

ლიმონს ვასხამდი მდუღარეს რამდენიმე წამით, შემდეგ შუაზე ვჭრიდი. ნახევარი ლიმონის წვენს ვუმატებდი 2 ჩ.კ. თაფლს, 1 ჭიქა მდუღარე წყალს და ვურევდი, თაფლი ბოლომდე რომ გახსნილიყო. ვსვამდი მხოლოდ ღამით, დღეში ერთხელ.

1 დიდ ლიმონს ვჭრიდი თხელ ნაჭრებად. ვასხამდი 1 ს.კ. თაფლს და ვურევდი. ჩნდებოდა წვენი. აი, ეს წვენი უნდა მიიღოთ, დღეში 1 ჩ.კ., დააყოლოთ მწვანე ჩაი, არანაკლებ 3 თვის განმავლობაში. ძალიან გემრიელია!

ნიორს ახლაც ვიღებ – კბილებს მთლიანად ვყლაპავ. ერთს დილით, მეორეს – საღამოს. ხდება ხოლმე, რომ 1-2 კვირას ან თვესაც კი გამოვტოვებ. თუმცა, როგორც კი გამახსენდება, მაშინვე თავიდან ვიწყებ. ასეთი მიღებისას სუნს ვერ ვგრძნობ.

ჩემი ვაჟი და მისი ცოლი თაფლს, ლიმონსა და ნიორს ერთად მიირთმევენ. ამისთვის იღებენ 10 საშუალო ზომის ლიმონს, 5 საშუალო თავ ნიორსა და 1 ლ თაფლს. ნიორსა და ლიმონს ხორცსაკეპში ატარებენ და თაფლში ურევენ. შემდეგ თავსახურიანი ჭურჭლით დგამენ მაცივრის სულ ქვედა თაროზე, 10-12 დღით. იღებენ 1 ს.კ. მხოლოდ დილით, ერთხელ დღეში, აუჩქარებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს